კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები გაიფიცნენ

26 ივლისი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

სამკერვალო ფაბრიკა BTM -ის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების გამომუშავების პრინციპის შეცვლასა და უქმეებზე დასვენებას ითხოვდნენ. საწარმოს ადმინისტრაცია კი,  მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ გეგმავს და თანამშრომელების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს.

მარიამ გუმბარიძე, BTM თანამშრომელი: „შაბათი დღე გვინდა რომ დასვენებად გამოცხადდეს. კანონით გვეკუთვნის და გარდა ამისა ძალიან გადავიღალეთ. ჩვენი მეორე მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდაა. მცირედია რასაც ამდენ მუშაობაში გვიხდიან“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გეგმავს კომპანიის ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, მთავარი პრობლემა კომუნიკაციაა. თანამშრომლებთან სწორად არ არის მისული ინფორმაცია, თუ რა გააკეთა ჩვენმა კომპანიამ მათთვის. ჩვენ მათ ხელფასებიც მოვუმატეთ და დამატებით საათებზე ანაზღაურებასაც იღებენ“ - აღნიშნა სამკერვალო ფაბრიკის გენერალურმა მენეჯერმა თუილინ ჯანბულდუმ.

აქციის მიმდინარეობის პარალელურად ადგილზე დაცვისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული. სამკერვალო ფაბრიკის დაცვის თანამშრომლები ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ადმინისტრაციას ოთხი საათის განმავლობაში ფაბრიკის ეზოში ჰყავდა გამოკეტილი და აქციაც სწორედ იქ გაიმართა.

სამკერვალო ფაბრიკა BTM, დაახლოებით ექვსი წლის წინ შეიქმნა და მასში 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლების მხრიდან არა ერთი საპროტესტო აქცია გამართულა. 

ახალი ამბები