კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი დეტალები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის შესახებ

26 ივლისი, 2013
 
თამთა თვალავაძე

შსს-ს  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საბიუჯეტო თანხების  გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა  და  ექსპერტებზე ზეწოლის  ბრალდებით დაკავებული   სოფლის მეურნეობის  სამინისტროს 9 მაღალჩინოსანიდან გამოძიებამ  4  გირაოს  სანაცვლოდ გაათავისუფლა. შპს  „მექანიზატორის“ დირექტორის    მოადგილემ, მამუკა  ივანიაძემ გათავისუფლების  შემდეგ,  11  ივლისს პრესკონფერენცია  გამართა და განაცხადა, რომ მას პროკურორმა   გიორგი დავითაშვილმა  ფსიქოლოგიური ზეწოლით  აიძულა  სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის  დავით კირვალიძის  წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. აღნიშნული განცხადების შემდეგ,  პროკურატურამ ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიწყო.

22  ივლისს, მთავარ  პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადეს: 
„ტრაქტორების  შესყიდვის  საქმეზე  მამუკა  ივანიაძის  მიერ გამოძიებისთვის  ჩვენება მიცემულია  საკუთარი  ნების  თავისუფალი გამოვლენის  პირობებში, დამოუკიდებლად,  უშუალოდ მისი სურვილით. ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის  გარეშე და  მასში ასახული ყველა  ფაქტობრივი  გარემოება  შეესაბამება  სინამდვილეს“.

პროკურატურის განცხადებით, ივანიაძემ საკუთარი ინიციატივით  გამოხატა მზადყოფნა დამნაშავე პირთა  მხილებისათვის. ამის დასტურად, პროკურატურამ 22  ივლისს  ივანიაძის  დაკითხვის ფარული ჩანაწერიც გამოაქვეყნა. 

გამოქვეყნებული  ჩანაწერის  შესახებ საიას  თავჯდომარემ განაცხადა, რომ გასარკვევია, სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსის   თანახმად, ჰქონდა  თუ არა  გამოძიებას  სასამართლოს ნებართვა  ფარული ჩანაწერის განხორციელებაზე.

მამუკა  ივანიაძის  დაკითხვის  ფარული  ჩანაწერის  გამოქვეყნების კანონიერებაზე მთავარმა პროკურტურამ  გამოთქმული ბრალდებები  უარყო და   განაცხადა : „ხსენებული  ვიდეოჩანაწერის  როგორც  მოპოვება, ისე მიმიდინარე  სისიხლის სამართლის  საქმეზე  მისი დართვა, განხორციელებულია  საქართველოს  კანონმდებლობის  განუხრელი დაცვით და  ხსენებული  მოქმედებები  სრულ შესაბამისობაშია  მოქმედ  საპროცესო მოთხოვნებთან“.

აღნიშნული  ჩანაწერების გამოქვყნების შემდეგ,  დაკითხვაზე  კვლავ დაიბარეს  მამუკა ივანიაძე და  სოფლის მეურენობის  ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე. გამოძიების  ინტერესებიდან  გამომდინარე  მათ მედიასთან  კომენტარები არ გააკეთეს.

შპს „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილე მამუკა  ივანიაძე  სოფლის მეურნეობის  სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2013 წლის 1 მაისს დაკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის მიმდინარე გამოძიებას ეხება.  ივანიაძე 2 ივლისს  10-ათასლარიანი გირაოს შეფარდების შემდეგ გაათავისუფლეს. 

ახალი ამბები