კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

 
თანამდებობა: იურისტი 
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2013 წლის  29 ივლისი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული  
ხელფასი:  530 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარებში

მოვალეობები:
 
*ადამიანის უფლებებზე ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
*იურიდიული კონსულტაციების გაწევა 
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
*არჩევნების თემაზე ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
*არჩევნებთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციების გაწევა
*ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები
 
*უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით) და ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა;
*საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა
*სულ მცირე ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ანგარიშების მომზადებაში
*ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
*დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
*კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი, უკვე მომზადებული ანგარიშის ნიმუში და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org 

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 29 ივლისი, 18:00 სთ.
 
გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება არანაირი სატელეფონო ზარები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) არის თბილისში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. 

ვებგვერდი: www.HumanRights.ge