კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის თანაშემწის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის თანაშემწის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში

 

საკონტაქტო პირის თანაშემწე საქმიანობას განახორციელებს ქ. გურჯაანში.
ძირითადი მოვალეობები:

• საკონტაქტო პირისათვის დახმარების გაწევა მოქალაქეებთან კომუნიკაციაში, ახსნა-განმარტების ჩამორთმევაში, გასვლითი ვიზიტების განხორციელებაში, ანგარიშების შედგენაში, სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებთან კომუნიკაციასა და სხვა მოვალეობების შესრულებაში 

• საკონტაქტო პირის თანაშემწე, საჭიროებისამებრ, განახორციელებს გასვლით ვიზიტებს რაიონებში, რათა ახსნა-განმარტებები მიიღოს მოქალაქეებისაგან ადგილზე.

კვალიფიკაცია:

• უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით
• ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის გამოცდილება 
• Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა
• გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
• კომუნიკაციისა და ორგანიზების გამორჩეული უნარი
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, პუნქტუალობა, ობიექტურობა
საკონტაქტო პირის თანაშემწის ანაზღაურება: 500 ლარი (დარიცხული ხელფასი)
            განაცხადის შეტანის პროცესი:

აპლიკანტებმა უნდა გააგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: hridc@hridc.org. 

• CV
• სამოტივაციო წერილი, სადაც მოკლედ მიუთითებთ თქვენს კვალიფიკაციას,  და განმარტავთ, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობით.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 26 ივლისი. გთხოვთ,  ელ-ფოსტის თემის “subject” ველში მიუთითოთ თუ რომელ პოზიციაზე შემოგაქვთ განაცხადი. მაგ: „სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის თანაშემწე - ვაკანსია“.