კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში

 
საკონტაქტო პირი საქმიანობას განახორციელებს ქ.  გურჯაანში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში.

ძირითადი მოვალეობები:

• საკონტაქტო პირი სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან წინასწარი შეთანხმებით უზრუნველყოფს უფლებადარღვეული მოქალაქეებისთვის ახსნა–განმარტებების ჩამორთმევას, მათი სათანადო წესით დამუშავებასა და მიწოდებას სახალხო დამცველის ცენტრალური ოფისისთვის. 

• საკონტაქტო პირი, საჭიროებისამებრ, განახორციელებს გასვლით ვიზიტებს რაიონებში, რათა ახსნა-განმარტებები მიიღონ მოქალაქეებისაგან ადგილზე.

• საკონტაქტო პირი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის შესახებ რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას სახალხო დამცველის თბილისის ოფისს. 

• სახალხო დამცველის ოფისს საკონტაქტო პირი დაეხმარება კახეთის რეგიონში სხვადასხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში. კერძოდ,  შეხვედრებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებაში, საინფორმაციო მასალების გავრცელებაში და ა.შ.


• საკონტაქტო პირი დაეხმარება სახალხო დამცველის ოფისს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეგიონული ანგარიშის მომზადებაში. კერძოდ, უზრუნველყოფს კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირებას, მათ გარკვეულ სისტემატიზაციასა და შესაბამისი ფაქტობრივი მასალების შეგროვებას. 

• საკონტაქტო პირი უზრუნველყოფს სახალხო დამცველის ცენტრალური ოფისისთვის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა რეკომენდაციების მიწოდებას.


• საკონტაქტო პირი ითანამშრომლებს რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ წარმომადგენლობებთან და მასმედიის საშუალებებთან.

კვალიფიკაცია:

• უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით
• ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება 
• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ძირითადი დოკუმენტების კარგი ცოდნა
• Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა
• გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
• კომუნიკაციისა და ორგანიზების გამორჩეული უნარი
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, პუნქტუალობა, ობიექტურობა

ანაზღაურება: 650 ლარი (დარიცხული ხელფასი)
განაცხადის შეტანის პროცესი:

აპლიკანტებმა უნდა გააგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: hridc@hridc.org. 

• CV
• სამოტივაციო წერილი, სადაც მოკლედ მიუთითებთ თქვენს კვალიფიკაციას,  და განმარტავთ, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობით
გთხოვთ,  ელ-ფოსტის თემის “subject” ველში მიუთითოთ თუ რომელ პოზიციაზე შემოგაქვთ განაცხადი. მაგ: „სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი - ვაკანსია“. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 26 ივლისი.