კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები მოშიმშილე პატიმრებს შეხვდნენ

30 ივლისი, 2013
 
26  ივლისს  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა რუსთავის #17 დაწესებულების  პატიმრები მოინახულეს.  იურისტები ასევე,  შეხვდნენ მოშიმშილე პატიმრებს გიორგი ხურციძეს და ლევან კუტალაძეს, რომლებსაც პირი მავთულით აქვთ ამოკერილი. მათი ინფორმაციით,  #17 დაწესებულებაში  ორმოცდაათი პატიმარი შიმშილობს. 

პატიმრები  უნდობლობას უცხადებენ  უდოს კომისიას, მოითხოვენ სასჯელის გადავადებას, უკანონო განაჩენების გადასინჯვას  და სასჯელისაგან გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების შეფასებით, ლევან კუტალაძის და გიორგი ხურციძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი გამოთქვამენ სურვილს, კვლავ შეხვდნენ იურისტებს და გაუზიარონ  ახალი ინფორმაცია მათი  უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს, ამ პატიმრების საქმეები უფრო დეტალურად შეისწავლოს და მოახდინოს სათანადო რეაგირება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვისი უშუალო კომპეტენციაა, პატიმრების პრობლემებზე ზრუნვა, დაინტერესდნენ რუსთავის #17 დაწესებულების  პატიმრების მდგომარეობით და აღმოუჩინონ მათ სათანადო დახმარება.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს გაუწევს მოშიმშილე პატიმართა უფლებების დაცვას #17 დაწესებულებაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები