კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ტელეკომპანიის შესაძლო გასხვისებას გამოეხმაურნენ

31 ივლისი, 2013
 
29 ივლისს გაზეთ „პრაიმ თაიმში“ გამოქვეყნდა მასალა „რუსთავი 2“-ის წილების შესაძლო გაყიდვაზე. ამ საკითხს „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი გამოეხმაურნენ. მათ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის ფლობელები შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიცვალონ.  ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ:

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის დაარსების დღიდან  2004 წლის 18 ივნისამდე, ვიყავით კომპანიის 60% -ის მფლობელები.  2004 წლის ივნისში,  იმდროინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით დაგვათმობინეს  კუთვნილი წილი. გასული წლების განმავლობაში მათ კომპანია მრავალჯერ  გადააფორდა  ხელისუფლებასთან დაახლოებულ იურიდიულ  და ფიზიკურ პირებზე,  რაც მიზნად ისახავდა, კანონიერი მფლობელებისთვის მაქსიმალურად გაერთულებინათ რუსთავი 2-ის დაბრუნების პროცესი.

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ  ამჟამად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.  ყველა ის პირი, რომელთა მიერაც დანაშაულებრივად განხორციელდა ჩვენი წილების მითვისება, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით. ამავე დროს, გვსურს გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს აღნიშული წილების შესყიდვის სურვილი, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან რათა არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები:
დავით დვალი
ჯარჯი აქიმიძე“

„რუსთავი 2“-ის წილების ცვლილება ოფიციალურად არ დასტურდება. ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის საჯარო რეესტრის მონაცემებშიც. ტელეკომპანიის 51 პროცენტს ამჟამად შპს ტელეკომპანია საქართველო ფლობს, 18 პროცენტს – გიორგი ყარამანიშვილი, 22 პროცენტს – ლევან ყარამანიშვილი, 9 პროცენტი კი ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.

ახალი ამბები