კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე

პრესკონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე

 
31  ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებთან დაკავშირებით. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის - „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის“ ფარგლებში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები, ნიკოლოზ ლეგაშვილი და სოფო ალექსიძე სამართლებრივ    დახმარებას  უწევენ  მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს: სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დევნილებს, პენსიონერებს, პატიმრებს და სხვა დახურულ ინსტიტუციებში მყოფ ადამიანებს.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემები, მეტწილად, წლობით გრძელდება და ხშირად ამის მიზეზი ბიუროკრატიაა. შშმ პირთა უმრავლესობა, იმავდროულად სოციალურად დაუცველია. ბევრი მათგანის სტატუსის მინიჭების საკითხი გაურკვეველია. შშმ პირებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალ დაბრკოლებას ხვდებიან - იქნება ეს გადაადგილების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  თუ  სხვა სახის პრობლემები. 

პროექტში მონაწილე იურისტებმა არაერთხელ მიმართეს: სამინისტროებს, ქალაქ თბილისის მერიას, ადგილობრივი თუ რაიონული თვითმართველობების ორგანოებს, საქალაქო სამსახურებს და ა.შ. ამის მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფო ან დროულად არ რეაგირებს იურისტების მიმართვებზე, ან რეაგირება ფორმალურია.  შედეგად, შშმ პირთა პრობლემები კვლავ მწვავეა და ისინი ვერ ახერხებენ, იყვნენ საზოგადოების სრულყოფილი წევრები.

პროექტს - „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს“  ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი. 31  ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენციას შშმ პირებიც დაესწრებიან.