კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ გადაღებული ვიდეოკადრების ავტორმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა

2 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების პატიმარმა, გია ალავიძემ შიმშილობა გამოაცხადა.  პატიმრის მოთხოვნა მისი საქმის გადახედვაა. ალავიძის განცხადებით, მან უკვე მიმართა წერილით, როგორც პარლამენტს, ისე მთავარ პროკურატურასაც,  თუმცა, რეაგირება  ჯერჯერობით არავის მოუხდენია. ალავიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავს. 

გია ალავიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იხდის, ავტორია იმ ვიდოეკადრებისა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2009 წელს გავიდა და რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებულებისთვის საპატიმროში არსებულ  პირობებს ასახავს. 

(კადრები იხ. ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8    ) აღნიშნულ კადრებში ჩანს, თუ რა სახის პრივილეგიით სარგებლობდნენ სანდრო გვირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები ციხის ტერიტორიაზე.

ალავიძე ამ კადრების ეთერში გასვლის მერე, მალევე დააკავეს, თაღლითობაში დასდეს მსჯავრი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ალავიძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და მის დაპატიმრებას, სანდრო გირგვლიანის მკველობასთან დაკავშირებული კადრების გავრცელებას უკავშირებს.

ახალი ამბები