კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩანა ახალაიას მიმართ განაჩენი სავარაუდოდ, არჩევნებამდე გამოცხადდება

5 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

31 ივლისს, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ აღძრული მესამე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ბრალდების მტკიცებულებების უდაოდ ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა უდავოდ მიიჩნია  ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება, გარდა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებისა და სასამართლოში პირველად წარდგენის შესახებ განჩინებისა. რაც იმას ნიშნავს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროცესი მალე დასრულდება და განაჩენიც, სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დადგება. 

მორიგე მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე არსებით განხილვაზე გამოიტანს. 

აღნიშნული  საქმე 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტის ეპიზოდს ეხება.  მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას ორთაჭალის №5 საპყრობილეში მომხდარი ბუნტის დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბუნტის მომენტში ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

ახალაიასთან ერთად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აღნიშნულ საქმეში ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რეზო ჭაბრაძე, რომლებიც ამჟამად იძებნებიან.

შემდგომი პროცესი 2013 წლის 9 სექტემბერს ჩაინიშნა, რა დროსაც, ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარადგენს.

ახალი ამბები