კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარდავას სასამართლო პროცესზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ექიმი დაიკითხნენ

5 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმის, თეიმურაზ წასიძის თქმით,   სამხედრო ოფიცერი სერგო თეთრაძე საავადმყოფოში ღამის საათებში, სასწრაფო წესით შემოიყვანეს და ამ დროს, პატიმარი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ოფიცერ სერგო თეთრაძის გარდაცვალების  საქმეზე სამხედრო პოლიციის  ყოფილი უფროსი მეგის ქარდავაა ბრალდებული.

„ჩავუტარე გარკვეული პროცედურები, რაც დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, თუმცა, თეთრაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი შემოყვანისას იყო კრიტიკულ სიტუაციაში, გული თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა“ - განაცხადა წასიძემ.

პროკურორ ზაალიშვილის კითხვაზე თეიმურაზ წასიძემ განაცხადა, რომ პატიმარს დაზიანება ჰქონდა წარბთან და სავარაუდოდ, ტანზეც, თუმცა, ეს უკანასკნელი მოწმემ დაზუსტებით ვერ გაიხსენა.

პროცესზე ასევე დაიკითხა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ჯანჯღავა. 

ჯანჯღავამ ოფიცერ სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ 2011 წლის 23 სექტემბერს დაურეკეს სამორიგეო ნაწილიდან და მოახსენეს, რომ  პატიმარი იყო  ცუდად და სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ ციხის საავადმყოფოში. მოგვიანებით კი,  მან შეიტყო, რომ თეთრაძე გარდაიცვალა. 

„ერთ-ერთ დოკუმენტში ამოვიკითხე, რომ პატიმარი საკანში გამხდარა ცუდად, არადა  მე ვიცოდი რომ სამორიგეოში მოხდა ეს ფაქტი. ამის შესახებ ვკითხე ციხის უფროსს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელმაც მითხრა, რომ  თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიძლებოდა კითხვები გაჩენილიყო, ამდენად, ჯობდა, გვეთქვა, რომ ის სამორიგეო ნაწილში გარდაიცვალა,“ - განაცხადა დაკითხვისას ციხის დირექტორის მოადგილემ.

გამოძიების ინფორმაციით, ომის ვეტერანი, ოფიცერი   57 წლის სერგო თეთრაძე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა  ჯაშუშობის ბრალდებით, თბილისში, 2011 წლის სექტემბრის თვეში დააკავეს. თეთრაძის ოჯახს, დაკავებიდან  6 დღეში, აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ბაჩო ახალაია იკავებდა, მეგის ქარდავა კი, სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებმა სერგო თეთრაძეს, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით,  არაერთხელ ცემეს, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც, თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა.

ახალი ამბები