კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორტავას საქმეზე დაკავებები გრძელდება

6 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების სამ თანამშრომელს გიგა კოხოძეს, ალეკო ბაბუნაშვილსა და თამაზ ნასარაიას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ნასარაიას გამოძიება მტკიცებულებების გაყალბებას, ხოლო კოხოძესა და ბაბუნაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. 

სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების თანამშრომლების ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ. გიგა კოხოძის ადვოკატის თემურ მესხის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რაც აუცილებლად გასაჩივრდება. 

ბრალდებულების ოჯახის წევრები საქმის სამართლიან გამოძიებას საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს თხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ კოხოძე, ბაბუნაშვილი და ნასარაია, ისევე როგორც დანარჩენი ბრალდებულები, მსხვერპლნი არიან. სინამდვილეში კი, გამოძიება ნამდვილ დამნაშავეებს - მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი ხუთ პიროვნებას წარედგინა. 4 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ასევე, გეგუთის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპქტორს ილია შანშაშვილს და ამავე ციხის ყოფილ პატიმარს გიორგი შემაზაშვილს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის ალექსანდრე ჭაბუკიანის ვარაუდით, შესაძლოა, აღნიშნულ საქმეზე მე-14 დაწესებულების კიდევ რამდენიმე პატიმარი და თანამშრომელი, ასევე, მაღალჩინოსნები დაიკითხონ. 

ახალი ამბები