კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დაინიშნა

7 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

„ქართულ ოცნებაში“ მედროვეებმა მოიყარეს თავი. შედეგად კი, ქუთაისის მერია და საკრებულო სავაჭრო დახლებად გადაიქცა“ - ამ განცხადებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი წულაია აკეთებს. წულაია ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის აკაკი სიხარულიძის დანიშვნას აპროტესტებს.

„2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, აკაკი სიხარულიძე ქუთაისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის (ავტოქარხნის) შტაბის უფროსის მოადგილე იყო. სწორედ მისი დირექტივის შედეგად დაიჭირეს და ორი კვირის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ მისივე მეგობარი, რომელიც სხვა პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი იყო და შესაბამისად, მისთვის მუშაობდა. დღეს კი, ასეთ ადამიანს „ქართულ ოცნებაში“ კარებს ზარზეიმით უღებენ და თანამდებობაზეც ნიშნავენ“ - ამბობს გიორგი წულაია. 

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას, კერძოდ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, დაინტერესდეს ქუთაისში, კერძოდ კი, მერიასა და საკრებულოში არსებული ვითარებით.

ახალი ამბები