კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი ვიცე-მერი ვიცე-გუბერნატორი გახდა

8 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მისი წარდგენა ოფიციალურად არ მომხდარა. თუმცა, როგორც იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე აცხადებს, უახლოეს დღეებში მოეწყობა საგანგებო ბრიფინგი, სადაც მოხდება ძოწენიძის წარდგენა და სპეციალური განცხადებაც გაკეთდება.

”საქმის კარგი მცოდნე და რაც მთავარია, ნამდვილი პატრიოტი“ - ასე აფასებს ბალავაძე ამირან ძოწენიძეს, რომელიც ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად  თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივლისში გათავისუფლდა. 

ყოფილმა ვიცე-მერმა სამართლებრივი დახმარებისთვის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ქუთაისის ოფისს მიმართა. ორგანიზაციის იურისტების მიერ მომზადდა სარჩელი, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.

ახალი ამბები