კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომი - შეფასებები ხუთი წლის შემდეგ

8 აგვისტო, 2013
 
თამთა თვალავაძე

2008  წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს  ომიდან ხუთი წელი გავიდა. ორ  ქვეყანას  შორის  განვითარებულ მოვლენებსა და ურთიერთობის პერსპექტივებს  ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ  The Voice of Russia-სთვის  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა :  

„აგვისტოს ომის მოვლენების შეფასებაში ჩვენ კიდევ დიდხანს არ დავეთანხმებით რუსეთს, მაგრამ ჩვენი პოზიცია ასეთია -  ჩვენ წინ უნდა ვიყურებოდეთ და  გასულ წელს დაწყებული დიალოგის წყალობით მცირე ნაბიჯებით  ვიაროთ წინ“. 

რეინტეგრაციის  მინისტრის პაატა  ზაქარეიშვილის  შეფასება კი  ასეთია: „ 5 წელი გავიდა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან. ეს ომი  ჩვენი საერთო ტრაგედიაა და  მას გამარჯვებული არ ჰყავს. ბევრმა ოჯახმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი და დღემდე სამწუხაროდ, დევნილობაში ცხოვრობს. მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხოლო მათი დაბრუნების გარეშე კონფლიქტის სრულფასოვანი  მოგვარება შეუძლებელია. ჩვენი სახელმწიფოს აფხაზ და ოს მოქალაქეებს კი გვსურს  ვუთხრათ, რომ ყველა პრობლემის მოგვარება ერთად  შეგვიძლია. მათ  საქართველოში არასდროს დაემუქრებათ საფრთხე, ექნებათ  განვითარების პერპექტივა და  ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნების რეალური გარანტია“.

ევროინტეგრაციის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კი, აცხადებს, რომ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა , საქართველოს  ნატო-ში გაწევრიანება იქნება  ის უმთავრესი პრიორიტეტები, რომლის  სანაცვლოდ არავითარი მოლაპარაკებები არ გაიმართება: „საქართველოს  ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, მაგრამ არა რომელიმე  ჩვენი ეროვნული ინტერესის  ხარჯზე“.

აგვისტოს ომის შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა:

„ დღეს 5 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს საკუთარი თავისუფლების დასაცავად აგრესორისთვის პასუხის გაცემა მოუხდა. ქართველი გმირები, რომლებიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ, საქართველოს თავისუფლებასა  და  დამოუკიდებლობას შეეწირნენ, მათ  თავი გაწირეს იმ ნათელი მიზნებისათვის რომელიც,  ჩვენს ერს  აქვს. სურვილი,  რაც შეიძლება დღეს  გამოითქვას, არის ის, რომ ჩვენმა  საზოგადოებამ გააგრძელოს  ღირსეული სვლა იმ ნათელი მიზნებისკენ, რომლისთვისაც  აქ  წვანან  ჩვენი ბიჭები“ - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის  უფროსმა ანდრო  ბარნოვმა. 

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები