კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია მუშაობას შეუდგა

9 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ხუთი მუდმივმოქმედი წევრი, ერთი წარმომადგენელი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, - შვიდი პოლიტიკური პარტიებიდან - ამ შემადგენლობით ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა. 

„ქართული ოცნება,“ „რესპუბლიკური პარტია,“ „ნაციონალური მოძრაობა,“ „კონსერვატიული პარტია,“ „მრეწველები“ და  „ეროვნული ფორუმი“ - ეს იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში  ქუთაისის 127 საარჩევნო უბნიდან შესულ ხმებზე იქნებიან პასუხისმგებელი. 

13 წევრით დაკომპლექტებულ კომისიაში აცხადებენ, რომ ყველა პირობაა იმისთვის, რათა კომისიამ შეუფერხებლად, მშვიდ და საქმიან გარემოში იმუშაოს. ასევე უცვლელია საუბნო საარჩევნო კომისიების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ უბნების ჩამონათვალს ერთი, გორა-საქუსლიას უბანი დაემატა.

„ეს არის 75-ე საარჩევნო უბანი, რომელიც 75-ე და 74-ე საარჩევნო უბნების გაერთიანება იქნება. ანუ, საარჩევნო უბნების რაოდენობის მხრივ არაფერი იცვლება. ვინარჩუნებთ არსებულ ციფრს. წინა პერიოდშიც და ამჯერადაც ქუთაისში 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება“, - ამბობს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

რაც შეეხება საუბნო კომისიების წევრებს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მათთვის კონკურსი გამოცხადდება. 

კომისიის წევრობის მსურველთა შესაძლებლობა ექნებათ საოლქო კომისიაში განაცხადი მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით შეიტანონ. რაც შეეხება კონკურსის პირობებს, როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, საბოლოოდ დადგენილი არ არის. 

„კომისია 13 წევრისგან დაკომპლექტდება. კონკურსი შეეხება კომისიის მხოლოდ ექვს წევრს. შვიდ წევრს კი, პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ“, - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი. 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ ნაწილს კადრი უკვე შერჩეული ჰყავს. ნაწილი კი, ძველი კადრის გადახედვის პროცესშია.

„ყოველთვის, ყველა არჩევნების დროს, არის ხოლმე პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა გაიყიდა, ვიღაცამ დარღვევაზე თვალი დახუჭა და ა. შ. ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ რიგი პარტიები კადრს სწორად, დაკვირვებით არ არჩევენ. ჩვენ ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. მეტიც, ბოლო 6 არჩევნების პერიოდში ერთიდაიგივე კადრის პირობებში ვმუშაობთ. ოპოზიციაში ყოფნის დროს არ გვქონია პრეტენზიები არავისთან დაკავშირებით და მითუმეტეს ალბათ პრობლემები არ იქნება ახლა, როცა ხელისუფლებაში ვართ. შესაბამისად, კადრებსაც არ ვცვლით“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე. 

პარტიები კომისიის წევრობის კანდიდატებს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას უახლოეს დღეებში წარუდგენენ. 

ახალი ამბები