კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში მედპერსონალმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო

12 აგვისტო, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებები ებრაულმა კომპანიამ "ადითიმ" ჯერ კიდევ ორიოდ წლის წინ შეიძინა და ვალდებულება აიღო, რომ ორივე მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტიპის კლინიკებს მოაწყობდა.თუმცა უკვე კარგა ხანია მედპერსონალს ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. 

„ადითი“ შექმნილ ვითარებაში სადაზღვევო კომპანიებს ადანაშაულებს. „ადითის“ წარმომადგენლების თქმით, სადაზღევო კომპანიებს ,,ადითის“ წინაშე 900 ათას ლარის დავალიანება აქვთ. 

თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიები ბრალდებას უარყოფენ და ხელს „ადითისკენ“ იშვერენ. ამ დავაში კი ყველაზე მეტად მედპერსონალი ზარალდება, რომელსაც 5 თვის ხელფასი არ მიუღია. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 9 აგვისტოს ლანჩხუთელმა და ჩოხატაურელმა ექიმებმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს.

"ადითი– ლანჩხუთის“ საავადმყოფოს  დირექტორი, თინათინ გოგუაძე Humanrights.ge–თან საუბარში აცხადებს, რომ მედპერსონალი რამდენიმე თვეა სხვადასხვა ინსტანციაში ამაოდ დადის:

„რამდენიმე თვეა დავდივართ სხვადასხვა ინსტანციაში, მაგრამ ხელფასები მაინც არ დაგვერიცხა, მხოლოდ თებერვლის თვის ანაზღაურება ჩამოგვერიცხა. არც ის ვიცით, "ადითს " გაუგრძელდება ხელშეკრულება, გადაბარება დაიწყება, ახალი სპონსორი გამოჩნდება თუ სახელმწიფო ჩაიბარებს საავადმყოფოს. თუ ხელფასები არ დაირიცხება, სარჩელს შევიტანთ სასამართლოში“. 

9 აგვისტოს აქციაზე ექიმებმა განაცხადეს, რომ კომპანია "ადითი" ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძეც იმყოფებოდა:

„ძალიან ცუდია, რომ რაიონის საავადმყოფო ასეთ დღეშია. საქმის კურსში ვარ, მოვლენები კარგად ვიცი. საქმე ისაა, რომ ,,ადითი“ კერძო კომპანიაა, რომელმაც ხელშეკრულებით აღებული არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. მარტო ლანჩხუთის თავს არ ტრიალებს ასეთი ამბავი, მსგავს დღეშია 7 რაიონის საავადმყოფო. დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, ვის არ მივმართეთ, მაგრამ პასუხი ერთია, რომ "ადითთან" მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება. მე ვფიქრობ, ეს კომპანია სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ლანჩხუთს და საავადმყოფო გადავიდეს სახელმწიფო, ან მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში".

მედპერსონალთა განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფართომაშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.

9 აგვისტოს აქცია გამართეს "ადითის" ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლებმაც. მოთხოვნა აქაც გაუცემელი ხელფასები იყო. ჩოხატაურში ექიმებს 6 თვის ანაზღაურება არა აქვთ მიღებული. 

Humanrights.ge–თან საუბარში ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალი ამბობს, რომ "ადითი" ხელშეკრულების ყველა პირობას არღვევს:

ლევან მეგრელიშვილი, ქირურგი: „შპს "ადითის" ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლები სოლიდარობას ვუცხადებთ რვავე რაიონს, სადაც "ადითს" აქვს ფილიალები, არ არის ხელფასები, ინფრასტრუქტურა, გამოკვლევის აპარატები მწყობრიდან არის გამოსულები და, შესაბამისად, ვერ ხერხდება პაციენტებისთვის სათანადო მომსახურების გაწევა“. 

Humanrights.ge–ი  შპს „ადითის“ სამედიცინო დირექტორს კოკა ფრიუძეს დაუკავშირდა. 

ფრიუძის თქმით, „ადითი“ ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, სადაზღვევო კომპანიებს შპს–ს დავალიანება აქვთ, რის გამო „ადითი“ ხელფასებს ვერ გასცემს:

„ადითი“ დამოკიდებულია იმ ჩარიცხვებზე, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო პროგრამები აწარმოებენ. სამწუხაროდ, ბოლო ათი თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიები რეგულარულად არღვევენ თავიანთ ვალდებულებებს. დღეის მდგომარეობით „ადითის“ მიმართ ყველა სადაზღვევო კომპანიას დაახლოებით 970 ათასი ლარი ვალი აქვს. მათ შორის, არის სადაზღვევო კომპანია „ალფა“. სწორედ ამის გამოა შეფერხება ექიმებისთვის სახელფასო დავალიანების გასტუმრების გამო“.

Humanrights.ge–მ შეძლო დაკავშრებოდა სადაზღვევო კომპანია "ალფას" წარმომადგენელს ლანჩხუთში, რევაზ კვერენჩხილაძეს, რომლის თქმით, მსგავსი საკითხები უშუალოდ კომპანიასთან უნდა გაირკვეს:

"ადითის" მიმართ დავალიანება არსებობს, თუმცა, თუ ამ საკითზე მე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ“, – გვითხრა კვერენჩხილაძემ.

სანამ „ადითი“ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობას არკვევს, მედიკოსები კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ. ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან 

ახალი ამბები