კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,არალეგალური მიგრაციიდან ლეგალურამდე“ - გორში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

13 აგვისტო, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ღია კარის სავიზო პოლიტიკის საფრთხეები და  მისი ეკონომიკური მნიშვნელობა, როგორ უნდა იყოს დაცული ქვეყნის უსაფრთხოება სავიზო რეჟიმიდან გამომდინარე,  ისე რომ ინვესტორებს ქვეყანაში საქმიანობისთვის ზედმეტი ბარიერი არ შეექმნათ? ეს ერთ-ერთი მათავარი კითხვაა რომელზეც კანონმდებლებს უახლოეს მომავალში პარტნიორ არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მოუწვთ მუშაობა და ამდროისთვის არსებული ლიბერალური სავიზო პოლიტიკის გადახედვა. ამ საკითხზე მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გორში გაიმართა. პროექტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ახორციელებს. 

,,ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიგრაციის პროცესების სწორად მართვას , უფრო ზუსტად, ის არის ორიენტირებული მიგრაციის განვითარებაზე, კანონმდებლობის და პოლიტიკის ანალიზე, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიაზე“ - ამბობს ხათუნა ბურკაძე,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი

პროექტი ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს : 1. მიგრაცია და განვითარება. 2. მიგრაციის კანონმდებლობის და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა 3. არლეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. 4. მიგრანტის უფლებების დაცვა. 

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი , აღნიშნულ 4 მიმართულებაზე მუშაობა იმ პრობლემატიკაზე დაყრდნობით რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის შედეგად გამოიკვეთა. 

კვლევის მიხედვით, დღესდღეობით საქართველოში ასი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ შემოსვლა. საქართველოდან მიგრაციაში მყოფი პირებიდან კი, უმრავლესობა არალეგალური გზით ხვდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც ტრეფიკინგის შემთხვევებს ზრდის, ასევე ხშირია იმის ფაქტებიც, რომ ქვეყნებში პირები ჩასვლის შემდეგ ხდებიან არალეგალი მიგრანტები, ამის თვალსაჩინო მაგალითი თურქეთია,  სადაც საქართველოს მოქალაქეს 90 დღე შეუძლია ვიზის გარეშე ყოფნა, მაგრამ მათ მუშაობის უფლება არ ეძლევათ. სწორედ მიგრაციის შესახებ კანონის დღრვევის გამო ხდება საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება თუქეთიდან და ევროპის იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართვეცელოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვს. 

კვლევის ავტორების განმარტებით, მეორე მხრივ,  საზღვარგარეთ კერძო კოპანიების ნაწილსთვის მომგებიანია არალეგალი მუშა ხელი, რომელიც გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას ჯერდება.  ასევე ფიქსირდება ფაქტები პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტაციის ჩამორთმევის ფაქტებიც, რაც ტრეფიკინგის საფრთხეს ზრდის.

არალეგალური მიგრაციიდან ლეგალურამდე რა სამართლებრივი პროცესია საჭირო? როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საზღვაგარეთ წასული მოქლაქეების უფლება? ვის უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ უცხოეთში? ამ პრობლემატურ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა უკვე დაწყებულია.  

ახალი ამბები