კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკოსები ცესკოს თავმჯდომარეს ‘არასწორ დროს’ გადადგომის გამო აკრიტიკებენ

14 აგვისტო, 2013
 
 
სივილ ჯორჯია

ქართული ოცნების ლიდერებმა გააკრიტიკეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 კვირით ადრე მიღებული გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და მას „უდროო“ უწოდეს.
  
ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს მიიღო, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ხარატიშვილი განცხადებას 15 აგვისტოს გააკეთებს, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს ახსნის.
ხარატიშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან არასროწი დრო შეარჩია და აღნიშნა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მცდელობა იყო, რომ „პატარა ინტრიგა ჩაეგდოთ“.

„წავიდა და წავიდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა, როდესაც ჟურნალისტებმა მას ხარატიშვილის გადადგომის შესახებ ჰკითხეს. „მაგათი [პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი პარტიის] გუნდის წევრია და რაღაც ინტრიგა ააგორეს კიდევ. ვერაფერს ვეღარ იზამენ. არაფერი აღარ მოხდება. ხარატიშვილიც წავიდეს და სხვებიც გაყვნენ ვისაც სურვილი აქვს. ცუდ დროს წავიდა, არასწორ დროს წავიდა და გასაგებია ყველასთვის, რომ პოლიტიკურად კიდევ პატარა ინტრიგა ჩააგდეს“.

სამეგრელოს რეგიონის სოფელ ნოქალაქევში ჟურნალისტებთან საუბრისას, საიდანაც ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 12 აგვისტოს თავისი კამპანია დაიწყო, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ბოლო დროს ორჯერ შეხვდა ხარატიშვილს და „ყველაფერი თითქოს დარეგულირებული იყო“. მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდება და „საქართველოს ვეღარავინ ვეღარ ააღელვებს და ააყირავებს“.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ხარატიშვილის გადაწყვეტილება „დასანანი“ და „გაუგებარია“.

„თუკი ამგვარი მნიშვნელოვანი პოზიციის ადამიანი უნდა გადადგეს, ის უნდა გადადგეს ან მანამდე, როდესაც მიმდინარეობდა, მაგალითად წინა არჩევნები აბსოლუტურად არათავისუფალ გარემოში; ამ წუთში მისი გადადგომა არის აბსოლუტურად გაუგებარი და მე ვფიქრობ, რომ მან არასწორად შეარჩია მომენტი, თუკი მისთვის მთავარი იყო საქმის ინტერესი იმიტომ, რომ ახლა არ იყო ამის დრო. მე გამოვრიცხავ იმას, რომ მასზე იყო რაიმე ზეწოლა. პირიქით, ჩვენთვის ცნობილია, რომ ბოლოს და ბოლოს მან შეძლო, როგორც ცესკოს ხელმძღვანელმა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა და კონსტრუქციული დიალოგი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი და უადგილო, დროის მხრივ, მისი ამგვარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „ეს გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს გაუგებარია იმიტომ, რომ თუ მას მოწყინდა ეს სამსახური და რამე სხვაზე ფიქრობს, ალბათ, აქამდე უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, ან არჩევნები ჩაეტარებინა და შემდგომ გადამდგარიყო“.

ქართული ოცნების დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ შუა საარჩევნო კამპანიის დროს გადადგომა „უპასუხისმგებლოა“ ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან.

„მას ძალიან სერიოზული არგუმენტები უნდა ჰქონდეს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას რატომ იღებს.  იმედი მაქვს, რომ მას აქვს რაღაც ძალიან სერიოზული მიზეზი ამისთვის. მინდა დავარწმუნო მთელი საზოგადოება, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება, არჩევნები ჩატარდება მშვიდად, კონკურენტიან გარემოში და სამაგალითოდ“.

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხარატიშვილის გადაწყვეტილება სამწუხაროა, რადგანაც შარშან მან დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოახერხა, რის შედეგადაც ქვეყანაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა: „პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის გაუგებარი იმიტომ, რომ არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე თვე და მე ვფიქრობ, ეს არ არის საუკეთესო დრო“.
   
„დაველოდოთ მის მოტივაციას. ჩვენი მხრიდან ყველანაირ ზეწოლას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. თუ იყო ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა, ამის შესახებაც უნდა გავიგოთ“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ხარატიშვილმა საჯაროდ უნდა თქვას, თუ იყო რაიმე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა:  „შუა საარჩევნო ფაზაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა ცალსახად ნეგატიურად იმოქმედებს საარჩევნო პროცესის საორგანიზაციო საკითხებზე. ალბათ იყო რიგი მიზეზები, რის გამოც ამ ადამიანმა ვერ შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება არჩევნების დროს“. 
 
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, „ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეფექტურად და გამჭირვალედ მოქმედებდა“. „ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია შევიწროვდა. ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, მედია და საარჩევნო დაფინანსების რეგულაციების მონიტორინგზე სხვა ინსტიტუტები არიან პასუხისმგებლები. აქედან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ფოკუსირებას უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრირებაზე ახდენს, რასაც ის კომპეტენტურად და პროფესიონალურად აკეთებს“, ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები