კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებთან დაკავშირებული თარიღები და ვადები

14 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

ქვემოთ მოცემულია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი ძირითადი ვადა, თარიღი და პროცედურა.

7 სექტემბერი – ბოლო ვადა პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, რომ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატები დაასახელონ და ცესკოში განაცხადი შეიტანონ იმისათვის, რომ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დასაწყებად ნებართვა მოიპოვონ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებისთვისაა საჭირო.

17 სექტემბერი – ამ დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებს ეწურებათ ვადა, რომ სულ ცოტა 26 530 მოქალაქის (ამომრჩეველთა რაოდენობის 0.75%) ხელმოწერა წარადგინონ ცესკოში, რაც კანდიდატად რეგისტრაციისთვისაა საჭირო.

27 სექტემბერი – ცესკოს მიერ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა. 

2 ოქტომბერი – საარჩევნო ბიულეტენზე თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატის ნომრის განსაზღვრის ბოლო ვადა.

14 ოქტომბერი – ამ დღიდან დაწყებული ნებისმიერი ცვლილების შეტანა საარჩევნო სიაში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

17 ოქტომბერი – საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ბოლო ვადა; თუ კანდიდატი ამ რიცხვის შემდეგ იტყვის უარს არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი გვარი მაინც გამოჩნდება საარჩევნო ბიულეტენებზე.

20 ოქტომბერი – ამ დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეწურებათ ვადა, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს. ცესკომ ან უნდა დაარეგისტრიროს, ან უარი უთხრას რეგისტრაციაზე განაცხადის წარდგენიდან ორი დღის ვადაში. 

22 ოქტომბერი – ცესკო თავის ვებგვერდზე იმ ამომრჩეველთა სრულ რაოდენობას აქვეყნებს, რომლებიც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას; მონაცემები უნდა შეიცავდეს ასევე ამომრჩეველთა რაოდენობას თითოეულ ოლქში, რომელთა საერთო რაოდენობაც 73–ს შეადგენს. 

25 ოქტომბერი – ამ დღის დილის 8 საათიდან დაწყებული 27 ოქტომბრის საღამოს 8 საათამდე,  როდესაც კენჭისყრა სრულდება, პოლიტიკური რეიტინგების გამოქვეყნება იკრძალება; ამ პერიოდში მხოლოდ ამომრჩეველთა შესაძლოა აქტივობის შესახებ მაჩვენებლები შეიძლება გამოქვეყნდეს. 
        
27 ოქტომბერი – არჩევნების დღე; საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე იღება და საღამოს 8 საათზე იხურება.

7 ნოემბერი – ბოლო ვადა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის უბნებიდან მიღებული შედეგების საფუძველზე შემაჯამებელი ოქმების შესადგენად.

16 ნოემბერი – ბოლო ვადა ცესკოსთვის არჩევნების შემაჯამებელი ოქნების შესადგენად.

საჭიროების შემთხვევაში გაიმართება არჩევნების მეორე ტური, ცესკოს მიერ პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორ კვირაში. 

ახალი ამბები