კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ წევრებმა კოალიცია დატოვეს

14 აგვისტო, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთში კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რამდენიმე წევრმა დატოვა და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაერთიანდა.როგორც კოალიციის ყოფილი წევრები ამბობენ, "ქართული ოცნება" 50-მდე ადამიანმა დატოვა.

კოალიციიდან წასული წევრები ამბობენ, რომ მართალია, „ქართული ოცნებიდან“  წავიდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკას არ ემიჯნებიან, ქვეყნის გადარჩენის გზად კი, ბურჯანაძე-ივანიშვილის ტანდემი მიაჩნიათ.  

კოალიციის უკვე ყოფილი წევრები Humanrights.ge -ს „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე ესაუბრნენ:

„ის, რომ ჩვენ დავტოვეთ კოალიცია არ ნიშნავს იმას, რომ ვემიჯნებით ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ შევდივართ „სახალხო კრებაში“, რომ მხარი ნინო ბურჯანაძეს დავუჭიროთ. ამ გადაწყვეტილებამდე ლანჩხუთში კოალიციის უსუსურობამ მიგვიყვანა. მათ ერთი დღეც არ უმუშავიათ კოალიციურ რეჟიმში და ვერ ხვდებიან, რომ ამით ხელს უშლიან ივანიშვილს და ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ მუშაობენ“ - აცხადებს გია ფირცხალაიშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი. 

„კოალიციიდან წამოვედი, რადგან თანამდებობებზე ისეთი ადამიანები დანიშნეს, რომლებიც საერთოდ არ უნდა გაკარებოდნენ კოალიციას. მე პარტიის წევრი  დაარსების დღიდან ვიყავი.   არჩევნების შემდეგ კი, ვინც მართლა თავდადებულად ვიბრძოდით, ჩრდილში აღმოვჩნდით. სწორედ ამიტომ დავტოვე „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს  არ ნიშნავს  იმას, რომ ივანიშვილის პოლიტიკას უარვყოფ ან, ვემიჯნები. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის ტანდემი უშველის ქვეყანას“  - ამბობს კოალიციიდან  „სახალხო კრებაში“  კიდევ ერთი გადასული ზურაბ რუსიძე. 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი წევრი გიორგი ჭანტურია, ამბობს რომ „ქართული ოცნების“  ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციას აპროტესტებდა და კოალიციის დატოვების მიზეზიც, სწორედ ეს გახდა:

„მე ვაპროტესტებ კოჰაბიტაციას. ვფიქრობ, რომ დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაცია დაუშვებელია. არ ვემიჯნები და არ ვდგები ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში, თუმცა არ ვემხრობი კოჰაბიტაციას, რადგან  ჩემთვის ეს მიუღებელია“. 

Humanrights.ge-ი „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს, ელგუჯა ჩხაიძესაც დაუკავშირდა, რომელიც ნაწილობრივ იზიარებს კოალიციის ყოფილი წევრების პოზიციას, თუმცა თავად, „ქართული ოცნების“ დატოვებას ჯერ არ აპირებს:

„ამ ადამიანების საქციელს ვერ გავამტყუნებ. რამდენიმეჯერ ვეცადე მათთვის კოალიციის წევრებს სათანადო ყურადღება დაეთმოთ, მაგრამ ამაოდ. იმ ხალხთან ჩვენ მართლები არ ვართ, რადგან ფაქტია, რომ ისევ ნაციონალები მართავენ პროცესებს, არავინ დასჯილა ჩადენილ დანაშაულთა გამო, მხოლოდ დაპირებაა, რომ სამართლიანობა აღდგება“  - ამბობს ელგუჯა ჩხაიძე. 

კოალიციის წევრების „სახლხო კრებაში“ გადასვლას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

„ვინც ჩემთან არ არის, იგი მტერი ჩემი არს და ვინც არ შეკრებს იგი განაბნევს. საკითხი ძალიან მარტივად დგას, როცა მარგველაშვილს ემიჯნები, გინდა არ გინდა, ივანიშვილს ემიჯნები. ბურჯანაძე გირჩევნიათ? კი, ბატონო, მაგრამ ასეთი ფუყე არგუმენტაცია არ გეკადრებათ. ანდა, რომ გარბიხართ, ვის გაურბიხართ. ისინი წასულიყვნენ, ვინც თქვენ გავიწროვებდათ. იქნებ გგონიათ ბურჯანაძის გამარჯვების შემთხვევაში (რაც გამორიცხულია), ხონჩით მოგართმევენ ადგილს "მზის ქვეშ"? მწყდება გული, ცოტა მეტი მოთმინება რომ გამოგეჩინათ“ - წერს ზენაიშვილი. 

კოალიციიდან ნინო ბურჯანაძის გუნდში გადასული წევრები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულდება და არჩევნებამდე კოალიციას კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს. 

ახალი ამბები