კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ღარიბაშვილი- ლაფანყურის საქმის გამოძიება ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ხედავს იმაში, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეს, რომელიც თავის დროზე შსს–ს მიერ იყო ორგანიზებული, შსს–ს დაქვემდებარებაში მყოფი კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ლოპოტას სპეცოპერაცია ჩატარდა წინა ხელისუფლების დროს. მაშინ სხვა ადამიანები მუშაობდნენ, სხვა ადამიანებმა ჩაატარეს ოპერაცია. ახლა სხვა ადამიანები მუშაობენ სამინისტროში და სხვა ადამანები იძიებენ ამ საქმეს. მე ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. ლოპოტას საქმის გამოძიება მიმდინარეობს მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად. ამ საქმეს იძიებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. ვადებს ნუ შემეკითხებით იმიტომ, რომ ვადებზე ერთხელ გამოვაცხადე და მე მაშინ შეცდომა დავუშვი“, – განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, საპატრულო პოლიციის ახალი მანქანების გადაცემის შემდეგე ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც ცნობილია, საქართველო – დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს–მ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 25 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით, სპეცოპერაციამდე, შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკების მიზნით, ლოპოტას ხეობაში „კავკასიის იმირატის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ახმედ ჩატაევი ჩავიდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. ჩატაევი სპეცრაზმმა დაჭრა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი, მათ შორის  საქართველოს 2 მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მაცხოვრებლები – 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იძიებდეს, ინტერესთა კონფლიქტის გამო. მისივე თქმით, შსს–ს დღემდე არ ჩაუტარებია სამსახურებრივი შემოწმება სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის შესაძლო გადამეტების თაობაზე, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია.

ახალი ამბები