თამთა თვალავაძე
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. 21 წლის წინ დაწყებული საომარი მოქმდებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტმებერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ომის შედეგად აღნიშნული ტერიტორიის დატოვება 300 000-მდე ადამიანს მოუწია. საომარ მოქმედებებს ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოხალისეების სახით 10 00-მდე ადამიანი შეეწირა.
აფხაზეთის ომის დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით რეინტეგრაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„დღეს ქართველები და აფხაზები ტრაგიკული მოვლენების მორიგ წლისთავს აღვნიშნავთ. 21 წლის წინ დაწყებული ომი უმძიმეს შედეგებს ამ დრომდე იმკის. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის თავიდან აცილება ახლადშექმნილმა სახელმწიფომ და ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო. პოსტსაბჭოური საქართველოსთის კონფლიქტების შედგები ძალინ მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, დიდი მატერიალური და ფსიქოლოგიური ზიანი, რომლემაც ხანგრძლივი კვალი დატოვა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაში. გვინდა, პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულის ხსოვნას, მივუსამძიმროთ ყველა ოჯახს, ქართველებს და აფხაზებს. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზადაა აფხაზებისა და ოსების ინტერესების დასაცავად, გულწრფელად დაინტერესებულია მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლის შექმნით. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაადასტურა ცალმხრივი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და ვიზრუნოთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობაზე, რასაც ალერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნულია განცხადებაში.