კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენი მთავრობას შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

15 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს სახალხო დამცველმა მთავრობას მოუწოდა, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი გააძლიეროს მას შემდეგ, რაც ჭიათურის მანგანუმის მაღაროში 13 აგვისტოს ორი მაღაროელი დაიღუპა.

საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირის ინფორმაციით, ითხვისის მაღაროში გაბურღვითი სამუშაოებისას გრუნტის წყალმა ამოხეთქა, რამაც ორი მაღაროელი იმსხვერპლა. საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირი პასუხისმგებლობას მაღაროს ადმინისტრაციას აკისრებს, რადგან მათ უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს არ მიმართეს, რაც მაღაროს გახსნამდე და აფეთქებამდე გეოლოგების მიერ ტერიტორიის დეტალურ შესწავლას გულისხმობს.

მაღაროს მფლობელის „ქართული მანგანუმის“ განცხადებით, ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარებს. „ქართული მანგანუმის“ მფლობელი კომპანიაა Georgian American Alloy, რომლის მფლობელობაშია ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ვარციხის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ქარხანას და მაღაროს ელექტროენერგიას აწვდის.  

ერთი მაღაროელი დაიღუპა 15 ივლისს ჭიათურის მანგანუმის მაღაროში აფეთქების შედეგად.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა 14 აგვისტოს გავცელებულ წერილობით  განცხადებაში, რომ „2007 წლიდან მოყოლებული, კატასტროფულად მატულობს გარდაცვალებისა და დაზიანების ფაქტები“ სამუშაოს შესრულებისას. 2010 წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ - 42, ხოლო 2011 წელს – 54 შეადგინა. 2012 წლის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

„2013 წლის 13 აგვისტოს ჭიათურის „ითხვისის“ მაღაროში ადამიანთა დაღუპვის სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა გადადგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა. 

მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „ახლო მომავალში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია) შექმნის მიზნით“. ეს უკანასკნელი 2006 წელს გაუქმდა.

ახალი ამბები