კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

15 აგვისტო, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბექა ბაიდაური, რომელიც ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს, მუნიციპალიტეტმა გამგებლად არ დაამტკიცა. საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია ქინქლაძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ბექა ბაიდაურის სახელზე გაცემული ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება – გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამგებლადაც სწორედ ამის გამო არ დამტკიცდა. 

„22 ივლისს, მე მივიღე ინფორმაცია, ბექა ბაიდაურის მიმართ შესაძლო სისხლის სამრთლის საქმესთან დაკავშირებით. ვალდებული ვიყავი ეს ინფორმაცია გადამემოწმებინა. თბილისის მთავარ სამმართველოს ოფიციალური წერილით მივმართე, საიდანაც 24 ივლისს მივიღე ინფორმაცია, რომ ბექა ბაიდაურთან დაკავშირებით, პირადობის მოწმობის გაყალბება-გამოყენების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კანონით მე არ მქონდა უფლება გამოძიების ქვეშ მყოფი პირი დამენიშნა თანამდებობაზე და გამოვეცი ბრძანება, რომლითაც ეს საკითხი შეჩერდა და კანდიდატურა საკრებულოზე აღარ წარმოვადგინე.  ბატონი ბექა მოვალეობის შემსრულებლად მუშაობას აგრძელებს, ალბათ  გამოძიების შედეგს დაველოდებით“, – განაცხადა ზაქარია ქინქლაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია თბილისის მთავარი სამმართველოს მე–3 განყოფილებაში, ბექა ნიკოს ძე ბაიდაურის სახელზე გაცემული ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება – გამოყენების ფაქტზე. 

25 წლის ბექა ბაიდაური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის 19 ნოემბერს დაინიშნა. დანიშვნისთანავე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გამგეობიდან 42 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლა. 2012 წლის 4 დეკემბერს, ბექა ბაიდაურმა საკუთარ თანაშემწედ ცოლისდა მაგდა ლაგაზაური დანიშნა. მანამდე, 30 ნოემბერს, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბერდია ზვიადაური – ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი; 13 დეკემბერს, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მერაბ ზვიადაური, რომელიც ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიძაშვილია; მერაბ ზვიადაურის ძმა - იმედა ზვიადაური კი, დაინიშნა სახანძრო დაცვისა და სამაშველოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; გამგებლის მოადგილის ბერდია ზვიადაურის მეუღლე ლელა ახმეტელი დაინიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ. მას შემდეგ რაც ამ საკითხზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგდა ლაგაზაურმა და ბერდია ზვიადაურმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბაიდაურის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე  კომენტარისთვის ბექა ბაიდაურს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი მიმართ ნამდვილად არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ,მისივე თქმით, იგი  გამოძიების დასრულებამდე არავითარი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. 

ახალი ამბები