კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დენსუსის“ კვლევას „საია“ არ ეთანხმება

15 აგვისტო, 2013
 
თამთა  თვალავაძე

2011  წლის  26  მაისის  მოვლენებთან  დაკავშირებით აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის  დაკვეთით,  კომპანია  „დენსუსმა“ დასკვნა  მოამზადა.  მ კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიციის მხრიდან 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა  პროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა, მომიტინგეები კი, ფარებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლემაც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, „დენსუსის“ კვლევის რამდენიმე ასპექტს არ ეთანხმება. 

„დენსუსის“  მიერ  მომზადებულ  დასკვნაში  ნათქვამია :  „ოპერაციის აწყების  წინ პოლიციამ  მომიტინგეებს  შესთავზა მიტინგის  სხვა ადგილას გადატანა, ოპერაცია  დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა  ტროსები და დაშალა  ბარიერები პარლამენტის  სამხრეთ  მხარეს, რათა  მომიტინგეებს  შეძლებოდათ გაცლა. ამის  შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ  ჩრდილოეთიდან. ადგილზე  მყოფი 1000 მომიტინგიდან 200-მა  წინააღმდეგობა  გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ  ფარებითა და  ხელკეტებით. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა  შორის  ცალკეულ  პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და  მოლოტოვის კოქტეილები. აქციის მართვის ოპერაციის  გეგმა  სრულფასოვანი იყო.    არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ სამართალდამცველების  ძალიან მცირე ჯგუფის მიერ ადგილი  ჰქონდა  ძალის  გადაჭარბებულ  გამოყენებას. თუმცა  უნდა ვაღიაროთ, რომ 26  მაისის ღამეს  სამართალდამცავთა უდიდესი უმრავლესობა  მოქმედებდა  დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და  იყენებდა მიზნის  მისაღწევად  პროპორციულ და აუცილებელ  ძალას. ეს  ნათლად  დადასტურებულია“ , -ნათქვამია დასკნაში

„დენსუსის“   მიერ   მომზადებული დასკვნა ყოფილი  პრემიერ მინისტრის ვანო  მერაბიშვილის ადვოკატებს  მთავარმა  პროკურატურამ გადასცა, რომლის  საფუძველზეც  ადვოკატები  ვანო მერაბიშვილისთვის  აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.

26  მაისის  მოვლენების  შესახებ  დასკვნა  მოამზადა  ასევე „ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციამ“, რომელიც  გარკვეულ ასპექტებში  განსხვავებულია „დენსუსის“  კვლევისგან.  ანგარიშის  ერთ-ერთი ავტორი  გიორგი გოცირიძე  ამბობს: „ ყველაზე  მნიშვნელოვანი რაც ჩვენს  დასკვნაში იკვეთება, არის ის  რომ დემონსტრანტებისთვის გასაქცევი გზები იყო ჩაკეტილი. თვითვმხილველთა, ჟურნალისტთა და  ნეიტრალურ დამკვირვებელთა ნაამბობით  ირკვევა, რომ რუსთაველის  გამზირიდან გასავლელი გზები იყო ჩაკეტილი და  პოლიციამ მომიტინგეები ალყაში მოაქცია. ასევე  არ დასტურდება, რამდენად  ჩადიოდნენ მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს. სხვადასხვა  ჯგუფის  წარმომადგენელთა დაკითხვების შედეგად,  მომიტინგეებს მხრიდან  მოლოტოვის  კოქტეილის არათუ გამოყენება, არამედ  მათი დამზადებაც  არ დასტურდება“, - აცხადებს  გოცირიძე.

კომპანია  „დენსუსის“ მიერ  ჩატარებულ  კვლევას  ამერიკის  ელჩი საქართველოში რიჩარდ  ნორლანდიც  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დენსუსის კვლევის  მიზანი 26 მაისის მოვლენებზე  ობიექტური  შეფასების გაკეთება იყო. 

ახალი ამბები