კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები და ჟურნალისტები ცესკოს იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მედიას საარჩევნო უბანზე მუშაობისას შეზღუდვებს უწესებს

16 აგვისტო, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: ,ცესკო–ს იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ჟურნალიტებს საარჩევნო უბანზე პროფესიული საქმიანობის შეზღუდვებს უწესებს.  ამის შესახებ, საიას წარმომადგენლებმა გორში, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

როგორც ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალიტმა ნინო ბოლაშვილმა განაცხადა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს,  სარჩევნო უბანზე მხოლოდ 3 წუთი უშვებდნენ კადრების გადასაღებად და ამის შემდეგ უკვე აღარ აძლევდნენ საარჩევნო პროცესების გაშუქების საშუალებას: 

,,იყო შემთხვევები როდესაც საარჩევნო უბანზე არ შეგვიშვეს კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა რომ თქვენი წარმომადგენლები უკვე იყვნენ მოსულებიო, როდესაც მოვითხოვე ეჩვენებინათ დოკუმენტი სადაც იქნებოდა გატარებული ჩვენი კოლეგების უბანზე ყოფნა,  ვერ მაჩვენეს, მაგრამ არც უბანზე შემიშვეს“ - ამბობს ბოლაშვილი. 

რადიო თავისუფლების ჟურნალიტი გოგა აფციაურიც მიჩნევს,  რომ ცესკოს აღნიშნული დაგენილება ჟურნალიტებს პროფესიული საქმიანობაში შეზღუდვებს უწესებს და მის გაუქმებას ითხოვს. 

„გასულ წელს ოქტომბრის არჩევნებისას, ჟურნალიტები ძალიან აღშფოთებული იყვნენ აღნიშნული დადგენილების გამო, რადგან საარჩევნო უბანზე მუშაობისას ოპერატორს გადადგილების უფლება არ ჰქონდა, თუ დატოვებდი საარჩევნო უბანს უკან შებრუნების საშუალებას აღარ გაძლევდნენ და შესაბამისად, ეს იყო სერიოზული შეზღუდვა. მაშინაც და ხალაც ჩვენ ვითხოვთ,  რომ გაუქმდეს ეს დადგენილება და უბანზე მუშაობისთვის მხოლოდამხოლოდ აკრედიტაცია იყოს საჭირო, ეს მოხსნის ყველა კითხვას არჩევნების სამართლიანად ჩატარებასტან დაკავშირებით“ - ამბობს აფციაური. 

საიას გორის ოფისის თავმჯდომარის ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით გასული წლის პირველ ოტომბერს ჟურნალიტების ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.  ასევე,  საარჩევნო უბნებზე იყო შეზღუდვები მედიის წარმომადგენლების შეშვებასთან დაკავშირებით. 

გაითვალიწინებს თუ არა ცესკო არასმთავრობოების და ჟურნალიტების მიმართვას და იქნება თუ არა პოლიტიკური ნება, რომ  საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესები ღია იყოს და ჟურნალიტებს თავისუფლად გაშუქების უფლება ჰქონდეთ, ეს ჯერჯერობით გარკვეული არ არის.  სავარაუდოდ, ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც ცესკოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. 

საია მზად არის ცესკოს წინადადებების გაითვალისწინოს და რეგულირების ისეთ მარტივ ფორმებზე შეჯერდნენ, რომელიც საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობში ხელს არ შეუშლის.

ახალი ამბები