კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარი პროკურატურა დავით ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადაციას გეგმავს

16 აგვისტო, 2013
 
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

მთავარი პროკურატურა დავით ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადაციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს. 

ამის თაობაზე პროკურატურამ გაავრცელა განცახდება, რომელშიც აღნიშნულია: „სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურამ 2013 წლის 1 ივლისს დავით ჩხიტუნიძეს (შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, შემდგომში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე) წარუდგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 
 
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დავით მურთაზის ძე ჩხიტუნიძის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით 2013 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა საერთშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
 
ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე და საქართველოში ექსტრადიციის მიზნით 2013 წლის 13 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქ. ათენის აეროპორტში 14:30 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) დაკავებულ იქნა დ. ჩხიტუნიძე, რომელიც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას ქ. სტამბოლის მიმართულებით. 14 აგვისტოს, ათენის სასამართლომ დ. ჩხიტუნიძეს შეუფარდა საექსტრადაციო პატიმრობა.
 
ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება საბერძნეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს“.

ახალი ამბები