კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"უდავოდ დადასტურებულია, რომ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა"

16 აგვისტო, 2013
 
სააგენტო პირველი 

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 ოქტომბერში, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა".

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გენერალ თამაზ თამაზაშვილის განზრახ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის მონაწილეების, მათ შორის, მისი უშუალო ამსრულებლების, პატიმრობაში მყოფი, ქ. თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების - გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძის, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ.

შესაბამისად, დანაშაულის სრულად გახსნის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, დასახელებული პირების მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მათი ქმედითი დახმარებით შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით.

დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თამაზ თამაზაშვილისათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების "ჩადების" ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებაში ჩართული იყვნენ ამჟამად ბრალდებულები: ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი, აგრეთვე, კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსი ზურაბ ლალიაშვილი.
 
ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლებული თამაზ თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 1 წლის განმავლობაში და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იგი, უკანონო პატიმრობიდან, გათავისუფლდა 2012 წლის ოქტომბერში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები