კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში დევნილთა ჩასახლებას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება

19 აგვისტო, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის  პირველი ბაგა-ბაღის შენობში შესახლებული იძულებით გადადგილებული პირები უკვე ორ თვეზე მეტია რაც უშუქოდ არიან დარჩენილები,  ანალოგიური მდგომარეობა კიდევ 7 ბაგა ბაღისა და ერთი სკოლის შენობაშია. 

როგორც ირკვევა,  საბავშო ბაღებში შესახლებულ ოჯახებს  ენერგო პრო ჯორჯიამ ელექტრო ენერგიის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყვიტა. გასულ წლებში მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ფარავდა, თუმცა ამ  უწყებამ  წელს აღნიშნული კომანულური გადასახადის დაფარვაზე უარი თქვა.

ხათუნა ლალიაშვილი: ,, ორ თვეზე მეტია არც წყალი არც შუქი არ არის, სანთლებს ვყიდულობთ და იმას ვანთებთ, მეტი რა გზა გვაქვს, სანამ გვქონდა დენი მთავრობა იხდიდა, აღარ გადაგვიხადეს და გამოგვირთეს“

ლეილა კლავიშვილი: ,,ჯერ ისედაც გასაცოდავებული ხალხი ვართ და შეგვიწყვიტეს შუქი, წყალი აქ არ არის, არც ბუნებრივი აირი გვაქვს და არც არაფერი, ბავშვების პატრონები ვართ მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება“ 

იძულებით გადადგილებულ  პირებს კი, როგორც თავად ამბობენ, ყოველთვიური მიზერული დახმარებით კომუნალური გადასახადების გადახდა არ შეუძლიათ.

მარიამ  ლალიაშვილი:  ,,მეხუთე თვე დაიწყო არც შუქი გვაქვს არც წყალი, წინა პარასკევს იყვნენ მოსულები ენეგოკოპანიიდან, დავალიანება გქვთ 7 ათასი ლარი,  სანამ არ გადაიხდით ვერ ჩაგირთავთო, 7 ათასი ლარი რომ გვქონდეს აქ რა გვინდა, მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებთ“     

აღნიშნულ ცხრა ობიქეტის დავალიანება ჯამში 33 ათას ლარს შედგენს. საბავშვო ბაღებში დევნილებთან ერთად   სტატუსის არ მქონე პირები  და სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ფაქტორი გახდა განმსაზღვრელი დარახველიძის უწყებისთვის რომ საკითხის მოგვარება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გადაებარებინა.  ამას არც  გორის მუნიციპალიტეტის გამგებლი   პაპუნა კობერიძე უარყოფს, თუმცა აცხადებს რომ აღნიშნული დავალიანების დასაფარად საჭირო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.  

პაპუნა კობერიძე: ,,დახლოებით საუბარია 33 ათას ლარზე, წინა წლების პრაქტიკა იყო რომ ამ თანხას იხდიდა დევნილთა სამინისტრო, მაგრამ ამჯერად, უარი თქვეს იმის გამო, რომ დევნილებთან ერთად სოციალურად დაუცველებიც ცხოვრობენო, მე კი თანხები არ მაქვს ამისთვის ბიუჯეტში“

გამგებლის განმარტებით,   ბაგა ბაღებში მხცოვრები ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის დავალიანება  სავარაუდოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიფარება ამის პირობა, როგორც თავად ამბობს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელებისგან მიიღო:

,,დახლოებით ერთი კვირის წინ იყვნენ ჩამოსულები რეინტეგრაციის საკითხებში სახემწიფო მინიტრი ზაქარეიშვილი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ისინი დევნილებს დაპირდნენ,  რომ ორ კვირაში მთავრობის სხდომაზე დააყენებდნენ აღნიშნულ საკითხს. სავარაუდოდ,  სარეზერვო ფონდიდან მოხდება თანხის გამოყოფა‘’

სახელმწიფო უწყებებს შორის საკითხის გადაწყვეტამდე კი,  ათობით დევნილ ოჯახს ცხოვრება კლავ სინათლის გარეშე, სანთლის შუქზე   მოუწევს. 

ახალი ამბები