კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სკანდალური კადრების ავტორის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

19 აგვისტო, 2013
 
თამთა  თვალავაძე

16 აგვისტოს თბილისის ადამიანის უფლებათა  სახლში, სანდრო გირგვლიანის  მკვლელობაში მსჯავრდებულებთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეოკადრების ავტორის, გია ალავიძის საქმის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

2009 წლის  25 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, გადაცემაში  „-პროფესია ჟურნალისტი“  გავიდა  კადრები, რომლებშიც  ასახული იყო, როგორი  პრივილეგიებით სარგებლობდნენ  სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ  კადრების  ავტორი გია  ალავიძეა, რომელიც იმავე საპატიმროში  აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ პირებთან  ერთად  იხდიდა სასჯელს. ალავიძის თქმით, ამ ვიდეოკადრების გასვლის შემდეგ მასზე მიმდინარეობდა  ფსიქოლიგიური ზეწოლა, რასაც მოჰყვა მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე და 20  წლით  თავისუფლების აღკვეთა,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის  II და IV ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის.

„ბრალდებული გია  ალავიძე  არის  უდანაშაულო. მის  წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის  საქმის  შესწავლით გამოირკვა, რომ საქმე   გვაქვს მოქალაქის  დევნასთან პოლიტიკური მოტივებით , სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვასთან“ - ამბობს ადამიანის უფლებათა  ცენტრის  აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი. 

თებერვალში  სახალხო დამცველი, უჩა  ნანუაშვილი, შეხვდა ბრალდებულს, რომლის რეკომენდაციით , რამდენიმე თვეა  გია  ალავიძის საქმეზე ადამიანის უფლებათა  ცენტრის  ადვოკატი ეკა  ქობესაშვილი მუშაობს.

ეკა ქობესაშვილი : „ ამნისტიის და სასჯელის შეკრებითობის პრინციპიდან გამომდინარე   ალავიძეს  სასჯელი 6 წლამდე შეუმცირდა, აქედან 4 უკვე მოხდილი აქვს. კანონის საფუძველზე მას პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება  ეკუთვნის“.

ადამიანის უფლებათა  ცენტრმა ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას საქმეში არსებული დარღვევების გამოსაკვლევად, ასევე- პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა  და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას. 

ადამიანის უფლებათა  ცენტრი მოითხოვს, მთავრმა პროკურატურამ და პარლამენტის ადამიანის  უფლებათა დაცვის  კომიტეტმა დაუყოვნებლივ შეისწავლონ  გია ალავიძის საქმე და  მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ახალი ამბები