კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი პოლიციელი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

20 აგვისტო, 2013
 
ინტერპრესნიუსი

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მაისში დაკავებული 6 პოლიციელი წინასწარი პატიმრობიდან 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ია დარჯანიამ მიმართა. როგორც პროკურორმა პროცესზე აღნიშნა, ექვსივე ბრალდებული, ქალაქ თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლები გივი კრავჩენკო, გრიგოლ კვინიკაძე, ზაზა ჭაია, ვლადიმერ გამრეკელაშვილი, გოჩა ჩიტაია და გოჩა ბაღათრიშვილი დანაშაულს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. შესაბამისად, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ ნაკლებად არსებობს ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებაში ხელისშეშლის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება თითქმის დასრულებულია. 

პროკურორის აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარის ადვოკატები და თავად ექვსივე ბრალდებული დაეთანხმა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 10 დღე განესაზღვრათ. 

როგორც ცნობილია მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება, გენერალ თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის უშუალოდ მონაწილეების, მათ შორის, უშუალო აღმსურებლების პატიმრობაში მყოფი კრავჩენკოს, კვინიკაძის, გამრეკელაშვილის, ჭაიას, ჩიტაიასა და ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო პროკურატურამ გადაწყვეტილება მათთვის აღმკევთი ღონისძიების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავების საქმეზე წინასასამართლო სხდომას, პროცესი 26 აგვისტოს, 11,00  საათისთვის ჩაინიშნა. პროცესის დასრულების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა 6 პოლიციელმა ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავი შეიკავეს. 

ამასთან, დღესვე გირაოთი  ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ სამი პირი გაათავისუფლეს. 

ახალი ამბები