კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი „ათიათასობით ადამიანს“ პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნას პირდება

20 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით პირობითი მსჯავრი და ნასამართლეობა ინდივიდუალური შეწყალების აქტებით მოუხსნას „ათიათასობით ადამიანს“.

19 აგვისტოს თავის სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ეს ინიციატივა შეეხება ყველა დანაშაულს, გარდა ისეთი მძიმე დანაშაულებისა, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში;  დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა; სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან; არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში; ტრეფიკინკი; წამება; ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა; აფეთქება; ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება; საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი.

ამასთან, ნასამართლეობის მოხსნა არ შეეხებათ სახელმწიფოს წინააღმდეგ და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს.

„ყველა დანარჩენი დანაშაულის ჩამდენს წარსულში, რომელიც დღეს რეალურად გარეთ არის და ამიტომ ასეთი ტიპის ინდივიდუალური შეწყალების აქტი არ გამოიწვევს დანაშაულის ზრდას, ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ საშუალებას დაივიწყოს ეს, გადაშალოს ფურცელი თავის ცხოვრების... და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, - განაცხადა სააკაშვილმა 19 აგვისტოს. 

მისი თქმით, პრობაციონერებმა და ნასამართლეობის მქონე პირებმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და „ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ყველა ამ ადამიანის მიმართ იქნება შესაბამისი შეწყალების აქტი“.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მის ამ ინიციატივას „არაფერი აქვს საერთო უკანონო, პოლიტიკურად დაუსაბუთებელ“ ფართომასშტაბიან ამნისტიასთან, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო.

ახალი ამბები