კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულმა ოცნებამ“ წელს ივლისის ჩათვლით 1.85 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო

21 აგვისტო, 2013
 
სივილ ჯორჯია

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულმა პარტიებმა ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის სახით 1.85 მლნ ლარი მიიღეს იანვრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ანგარიშის თანახმად.

ამ შემოწირულობების ლომის წილი მოდის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივალიშვილის პარტიაზე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 2013 წლის იანვარ-ივლისში 1.57 მლნ ლარი მოიზიდა დაახლოებით 114 დონორისგან.

მმართველ კოალიციაში შემავალი დანარჩენი ხუთი პარტიის შემოწირულობებმა წლის პირველ შვიდ თვეში 275 999 ლარი შეადგინა. კერძოდ, კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო 99 995 მლნ ლარი; ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები - 96 556 ლარი; რესპუბლიკური პარტია - 54 451 ლარი; ეროვნული ფორუმი - 24 997 ლარი. მრეწველთა პარტიას მიმდინარე წელს არანაირი შემოწირულობა არ მიუღია. 

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც შარშან 20.8 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღო, რაც 4.4-ჯერ აღემატებოდა ქართული ოცნების შემოწირულობებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წელს 16 800 ლარის ღირებულების ორი არაფულადი შემოწირულობის შესახებ მიაწოდა მხოლოდ ინფორმაცია.

ახალი ამბები