კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე სარეფერენდუმო საკითხი არ დაარეგისტრირა

22 აგვისტო, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე სარეფერენდუმო საკითხი არ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციის თანახმად, გუშინ გამართულ სხდომაზე, კომისიის გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (ნანა კაკაბაძე, ტატიანა ხოხიაშვილი, ავთანდილ რეხვიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი) და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? დიახ, არა“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა, გელა ნიკოლაიშვილმა რამდენიმე დღის წინ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის მიზეზი იყო ის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები "არანორმალურ და არაორდინალურ გარემოში ჩატარდა".

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ ნორმალურ ვითარებაში არ ჩატარებულა. ამ არჩევნებში ვინც კი ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს იყო ფაქტობრივად გადარჩენის ინსტინქტით მიცემული ხმა და არა - რეალურად გაანალიზებული და პოლიტიკურ ორიენტაციებზე დაფუძნებული. ისინი, ვინც „ოცნებას“ აძლევდა ხმას, ფიქრობდა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება, ჩვენი გადარჩენა არ იქნება და ჩვენ ციხე ან სიკვდილი მოგველის. ასევე, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა, იქიდანაც გადარჩენის საკითხი იყო. უფრო მეტი იყო ისეთი, ვინც შიშის და მოსყიდვის გამო მისცა ხმა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე არ არის ვითარება, რომ ვიღაცამ შიშით და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მისცეს ხმა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბოლო არჩევნები არანორმალურ და არაორდინალურ ვითარებაში ჩატარდა, დღეს უკევ დალაგებულ სიტუაციაში უფრო ადეკვატურად აისახება ხალხის განწყობა პარლამენტში“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ახალი ამბები