კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი მარგველაშვილი: „27 ოქტომბერს კოჰაბიტაციას დავასრულებთ“

22 აგვისტო, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.  21 ოქტომბერს იგი კახეთში ვაქირის, წნორის და სიღნარის მოსახლეობას შეხვდა. ძლიერი წვიმის მიუხედავად ვაქირის მცხოვრებლები სკოლის მოედანზე შეიკრიბნენ.  

გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი. მარგველაშვილმა მთავრობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობა ზრუნავს გლეხებზე და წელს ყურძნის ფასი ყველაზე მაღალი იქნება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მისი მინისტრობის დროს მოემატა ხელფასები მასწავლებლებს და სასკოლო სახელმძღვანელოები გახადა უფასო. 

ვაქირის შემდეგ მარგველაშვილი წნორის მოსახლეობას შეხვდა. მან დამსწრე საზოგადოებას სპეციალურად მოწყობილი სცენიდან მიმართა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა წინა ხელისუფლების შესახებ ისაუბრა: „წინა ხელისუფლება ხალხს არწმუნებდა რომ ქართველები არიან  არაცივილიზებულები და დამნაშავეები. მათ სურდათ, რომ შეცვლილიყო ის, რაც ვართ, მათ სურდათ ჩვენ გვგონებოდა, რომ არა ვართ თანამედროვეები და არ გვესმის ევროპა და ამერიკა. ამ პროცესს, რომელშიც ჩვენ ვიყავით 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ და რომელსაც გააჩნდა მთელი რიგი სირთულეები, ერქვა კოჰაბიტაცია. ამ ტერმინს ყველა თავისებურად ხსნის, მაგრამ მე მის ახსნას არ ვაპირებ. მე ვამბობ ერთს – 27 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას დავასრულებთ. დასრულდება ხალხისთვის ხელის შეშლა! დასრულდება მთავრობის საბოტაჟი! დასრულდება ის, რომ საქართველს შესახებ გარეთ ვილაპარაკებთ ერთი პირით“.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ქართული ნაწარმი გავიდეს რუსეთის ბაზარზე: „სერიოზული პროცესები მიმდინარეობს რუსეთის ბაზართან მიმართებაში. ღვინის და მინერალური წყლების ნაწილი დაძრულია უკვე. მიმდინარეობს მუშაობა სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ყველას გვარწმუნებდნენ, რომ  რუსეთთან თუ ვაჭრობას დავიწყებთ, ევროპა და აშშ ზურგს შეგვაქცევს. ისინი თვითონ ვაჭრობენ რუსეთთან და ჩვენ რატომ შეგვაქცევდნენ ზურგს?!“ 

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა 21 აგვისტოს ამომრჩეველთან შეხვედრები  სიღნაღში დაასრულა, რის შემდეგაც მან კახური ღვინო დააჭაშნიკა და ბოდბის მონასტერი მოინახულა.

ახალი ამბები