კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი იმუშავებს

23 აგვისტო, 2013
კახეთის რეგიონში, კერძოდ - ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისში ფუნქციონირება დაიწყო სახალხო დამცველის საკონტაქტო პირმა, რომელიც იმუშავებს კახეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და დოკუმენტირების მიმართულებით.

სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევს უფლებადარღვეულ მოქალაქეებს და მიაწოდებს სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისს.
 
უპირველეს პრობლემას, რომლის გადაჭრასაც პროექტი ემსახურება, წარმოადგენს სახალხო დამცველის წარმომადგენლობის არარსებობა კახეთის რეგიონში. სახალხო დამცველის წარმომადგენლობის არარსებობა კახეთის რეგიონში, თავის მხრივ, წარმოშობს რიგ პრობლემებს, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მყისიერი რეაგირების პრობლემა. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვასა და სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოებას კახეთის რეგიონში.

პროექტს აფინანსებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები