კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

26 აგვისტო, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი, საარჩევნო  პროცესის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროექტი აგვისტოს თვეში დაიწყო და 2014 წლის მარტში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონიდან, კახეთიდან, აჭარიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, გურიიდან და იმერეთიდან საარჩევნო თემატიკაზე ჟურნალისტური მასალები მომზადდება. 

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 27 ოქტომბერს, რეგიონებში უბნებზე ხმის მიცემის პროცედურას ადამიანის უფლებათა ცენტრის 36 დამკვირველი დააკვირდება. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება შუალედური და საბოლოო ანგარიშები. 

პროექტის ფარგლებში იმუშავებს ცხელი ხაზიც, რომლის მეშვეობითაც, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი მოქალაქეებს საარჩევნო თემებთან დაკავშირებით სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს. 

ცხელი ხაზის ნომრებია: 2 38 46 48; 2 37 69 50

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები