კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შესახებ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების ავტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

26 აგვისტო, 2013
 
სალომე ჩხეიძე

სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის მსჯავრდებულების შესახებ სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი, გია ალავიძე #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 26 აგვისტოს პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გია ალავიძის მიერ გადაღებული ვიდეო კადრები გავიდა, სადაც ნათლად ჩანდა, რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები საპყრობილეში.  აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდეგ  ალავიძის დევნა დაიწყო,  რის შემდეგაც იგი დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  მსჯავრდებული დაკავების მიზეზად სწორედ მის მიერ გავრცელებულ კადრებს მოიაზრებდა.

გია ალავიძემ წერილობით მრავალჯერ მიმართა როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე მთავარ პროკურატურას საქმის გადახედვის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ყოფილ მსჯავრდებულს ერთკვირიანი შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული.

16 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გია ალავიძის საქმეზე პრესკონფერენცია გამართა და მთვარი პროკურატურისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გია ალავიძის საქმის შესწავლა და რეაგირება მოითხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ასევე მიმართა უდოს კომისიას და მოითხოვა ალავიძის საქმის გადახედვა და დადებითი დასკვნის გაცემა, მისი პირობით ვადამდე გათავისულფების თაობაზე. კომისიამ მოთხოვნა  დააკმაყოფილა და ალავიძე 26 აგვისტოს პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალმა მოამზადა ფილმი ალავიძის საქმესთან დაკავშირებით ( შეგიძლიათ, იხილოთ ლინკზე    http://hridc.tv/index.php?a=view&id=837&lang=geo ) .

ახალი ამბები