კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ მოქალაქეებს ბოდიშს უხდის რეიდების დროს შექმნილი უხერხულობისათვის

27 აგვისტო, 2013
 
 
ინტერპრესნიუსი

26 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა განმარტოს წინა დღეებში, თბილისის ქუჩებში რეიდების ჩატარების მიზეზი. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა კოჟორიძემ განუცხადა, არსებობს „პოლიციის შესახებ კანონი“, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული შემთხვევები, თუ როდის შეუძლია პოლიციას რეიდის ჩატარება. 

„პოლიციის შესახებ კანონში წერია, რომ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით, დასახლებულ პუნქტებში და საავტომობილო გზებზე შეიძლება მოეწყოს რეიდები. ეს პირდაპირ წერია, რომ რეიდის მოწყობის შესაძლებლობა არსებობს. დამნაშავე არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულს ჩამდენი, სამართალდამრღვევში იგულისხმება პირი, ვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი. ამ შემთხვევაში შეიძლება რეიდების მოწყობა“, – აცხადებს კოჟორიძე. 

მისივე თქმით, პოლიციის შესახებ კანონში ასევე მითითებულია, რომ რეიდების ჩატარებას უნდა ახლდეს პოლიციის მხრიდან გონივრული ეჭვი. 

„კანონში მითითებულია, რომ ამ ყველაფერს უნდა ახლდეს პოლიციელის მხრიდან გონივრული ეჭვი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს, როდესაც ეწყობა რეიდი, თუ პირის შეჩერება. რა არის ეს გონივრული ეჭვი, პოლიციის შესახებ კანონში განმარტებული არ არის, თუმცა ეს განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. გონივრული ეჭვი შეიძლება იყოს ისეთი გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვის წარმოქმნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს, ანუ რაღაც გარემოებები უნდა არსებობდეს, რომელიც იცის პოლიციამ და, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პირმა ჩაიდინა ან უნდა ჩაიდინოს დანაშაული“, – განმარტავს საია-ს თავმჯდომარე. 

მისივე თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციას ჰქონდა თუ არა ასეთი გონივრული ეჭვი, უცნობია.

„პოლიციას არ განუმარტავს ამის შესახებ. საინტერესო იქნება ამის განმარტება. რადგან ამას ერთჯერადი ხასითი არ ჰქონდა და ბევრი ადამიანი ლაპარაკობს რეიდების შესახებ. კარგი იქნება, თუ პოლიცია განმარტავს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო რეიდის ჩატარების საფუძველი, რა გონივრული ეჭვი ჰქონდა პოლიციას. ასევე კარგი იქნება, თუ მოხდება ამის განმარტება შსს სამინისტროს მხრიდან“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

26 აგვისტოს შსს-მაც გაავრცელა განცხადება დედაქალაქში პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თბილისის მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და ამასთანავე ბოდიშს უხდის შსს-ს მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს შექმნილი უხერხულობისათვის. ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ რამდენიმედღიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი.მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან. პოლიცია მოტივირებულია 24-საათიან რეჟიმში დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს," – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები