კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუფთი: „ძალიან შეურაცხყოფილი ვართ ჭელაში მომხდარი ფაქტის გამო“

27 აგვისტო, 2013
 
ინტერპრესნიუსი

„ძალიან შეურაცხყოფილი ვართ დღეს ჭელაში მომხდარი ფაქტის გამო“, -  განუცხადა 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჟურნალისტებს. 

ბათუმის მეჩეთში 26 აგვისტოს საღამოს სამუფთოს ადმინისტრაციის წევრები შეიკრიბნენ და  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იმსჯელეს. ჯემალ პაქსაძის თქმით, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟში მონაწილეებმა ღვთის წინაშე დიდი ცოდვა ჩაიდინეს. მისივე განმარტებით, თუკი სარფის საბაჟოზე უკანონოდ იყო შემოტანილი მასალა, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და მინარეთი მეჩეთს დაუბრუნდება.

„მწუხარებას გამოვთქვამთ დაზარალებული მრევლის გამო. ძალიან აღშფოთებული, ძალიან დამწუხრებულები ვართ. ეს არის მოუხდელი ცოდვა, ვინც შეეხო მინარეთს. შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გვქონდა დედაქალაქთან კავშირიც. ხვალ ვაპირებთ ადგილზე ჩასვლას. მრევლს ავუხსნით, რა მოლაპარაკებებიც შედგა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. თუ მასალა უკანონოდ იყო შემოტანილი საბაჟოზე, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და საბოლოოდ, თავის ადგილს დაიკავებს მინარეთი", - აღნიშნა გუშინ ჯემალ პაქსაძემ. 

მისივე განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის უფლება. ჯემალ პაქსაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში დღემდე არ არსებობს მეჩეთის მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალურად ნებართვის გაცემა. 

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტი ერი, ეს აღარ უნდა მოხდეს XXI საუკუნეში და ყველა თავის სამლოცველოს პატივს უნდა სცემდეს. იმედი გვაქვს, ხელისუფლება გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას, დაზარალებული ქართველი მუსლიმების მიმართ. მათ თანავუგრძნობთ და მათ გვერდში ვართ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის უფლება. ოღონდ, ჩვენს კონსტიტუციაში დღემდე არ არსებობს მეჩეთის მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალურად ნებართვის გაცემა. წმინდა ყურანი გვასწავლის, რომ კანონის გარეშე არ ვიმოქმედოთ. წლების განმავლობაში არ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. იმედი გვაქვს, კანონმდებლები მიიღებენ კანონს, რის მიხედვითაც, შევძლებთ მშენებლობას“, - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ. 

26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი შემოსავლების სახელმწიფო სამსახურმა განახორციელა. დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ახალი ამბები