კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,უშიშროება არ ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში, ერევა მხოლოდ კოალიცია“ - ,,თვითმმართველობა” გარდაბნის რაიონში

27 აგვისტო, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ის, რომ საქართველოში თვითმმართელობებს პრობლემები  აქვთ, არავინ დაობს. ამის შესახებ არა ერთი საჯარო განაცხადება თავად ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა. სამთავრობო წრეები და ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ, ცენტრზე არიან დამოკიდებულნი. დღევანდელი თვითმმართველობებიდანაც  სულ უფრო ხშირად გამოდის ინფორმაცია, რომ რაიონის მართვასა  და საკადრო გადაწყვეტილებებს ,,ზევიდან წყვეტენ“. 

,, მინდა ვუთხრა შსს, რომ დაანებოს  თავი რაიონში საკადრო პოლიტიკის მართვას. ასევე მიდა ვუთხრა ადგილობრივ უშიშროებას აკეთოს თავისი საქმე -  კადრების დანიშნვას თვითონ გამგეობა მიხედავს. ჯერ, უცერემონიოდ შეცვალეს   არჩევნების შემდეგ დანიშნული გარდაბნის გამგებელი, ახლა უნდათ მოადგილედ დანიშნონ ყოფილი პოლიციელი. ყველაფერ ამის შედეგად გარდაბანში ოცნება კარგავს რეპუტაციას, ხალხი გაოცებული და იმედგაცრულებულია“, - საუბრობს, ,,ოცნების“ გარდაბნის ორგანიზაციის წევრი,  ელისო აკოფაშვილი. ამბობს, რომ ,,ოცნების“ რაიონულ ოფისში წევრების ნაწილი, სწორედ, ამ აზრზეა და ხედავს, რომ რაიონი შსს-მ ჩაიგდო ხელში.

გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი არ უარყოფს, რომ მის მოადილეს ადგილობრივი საკრებულოს გარდა ნათლობა ზედა ეშელონებშიც აქვს გავლილი.

,,უშიშროება არ ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში, ერევა მხოლოდ კოალიცია ,,ქართული ოცნება“, სადაც მოგეხსენებათ 6 პარტია არის გაერთიანებული. შესაბამისად, ერთი მოადგილე უკვე შეირჩა. ის  გახლავთ თენგიზ მიროტაძე. ამ ადამიანს გარდაბნის პოლიციის უფროსის  მოადგილედ 11 წელი აქვს ნამუშევარი. ასევე იყო სხვა რაიონის პოლიციის მაღალჩინოსანი და ბოლოს დმანისის გამგებელიც. მეორე მოადგილე ვინ იქნება ჯერ არ არის გადაწყვეტილი“, - აცხადებს ჩადუნელი. 

კითხვაზე მოადგილის შესარჩევად, რატომ არ გამოცხადდა კონკურსი,  ამბობს რომ  დრო არ იყო საკმარისი და სამომავლოდ,  ყველა პირი თანამდებობაზე კონკურსის წესით  დაინიშნება. 

ახალი ამბები