კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპირისპირება მატნელ და პანკისელ ახალგაზრდებს შორის

29 აგვისტო, 2013
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

18 აგვისტოს, გვიან ღამით პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. როგორც მოსახლეობა ამბობს,  სოფლიდან ხეობაში წასულ ახალგაზრდების ჯგუფს, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მცხოვრებლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. 

მატნელების განმარტებით, მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება და პანკისის ხეობაში ასვლის უფლება ეზღუდებათ.

"როგორ შეიძლება რომ საკუთარ მიწა–წყალზე აჩერებენ, სცემენ სიკვდილამდე და პასუხი არ ეთხოვებათ. დასასვენებლად იყვენ ასულები ტბათანობაზე. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, სიმღერები ჰქონდათ ჩართული და ეგ არ მოეწონათ ქისტებს, მაგის გამო დაუწყეს ჩხუბი."– განაცხადა სოფელ მატნის მკვიდრმა თამრიკო ასათაშვილმა.

სხვაგვარად აღწერენ ხეობაში მოხდარ ინციდენტს დუისის მცხოვრებლები.როგორც ჯაბრაილ ხანგოშვილი ამბობოს მატნელები ნასვამები მოდიოდნენ და მათ რელიგიას და მეჩეთს შეურაცხყოფა მიაყენეს:  "ჩვენმა ახალგაზრდებმა ეს ვერ მოითმინეს გაქცეულებს დაეწივნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, როდესაც დალევენ ამოდიან და შეურაცხოფას გვაყენებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ პანკისში ამოსვლას ვუკრძალავთ სიმართლეს არ შეესაბამება."

"აგრესიულად არავის მიმართ არ არის განწყობილი პანკისის მოსახლეობა. ასეთი წესრიგი როგორიც პანკისშია, საქართველოს არცერთ კუთხეშია არ არის. მათ თუ სურთ ვიღაცების აგორებულ პროვოკაციაზე წამოეგონ,  ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ასე არ შეიძლება“ - განაცხადა დუისის მკვიდრმა ომარ წუწაშვილმა.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას სოფელ მატანის მოსახლეობის აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობამ პანკისის ხეობისკენ მომავალი გზა გადაკეტა. ხეობისკენ მიმავალ მანქანებს აჩერებდნენე და  ეთნიკურად ქისტი მამაკაცების აღმოჩენის შემთხვევაში მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. 

მატანაში იმყოფებოდა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური. სწორედ მათი მისვლის შემდეგ გახსნა მოსახლეობამ პანკისში მიმავალი ერთადერთი გზა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის მთავარ სამმართველოში დუისის უხუცესებს შეხვდა.  შეხვედრიდან გამოსულმა უხუცესებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი ამოწურულია, მათივე თქმით, შსს ყველაფერს აკეთებს, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები შეარიგოს.

20 აგვისტოს სოფელ მატანთან, დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძესთან ერთად ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ქისტი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოებისთვის გარკვეული ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს.

„ეს კონფლიქტი ისე არ მომხდარა, რაღაც პრობლემაა. ორივე მხარემ იმაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, როგორ უნდა დაახლოვდნენ ახალგაზრდები.  – განაცხადა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძემ.

„მეტი ღონისძიება უნდა ჩავატაროთ, მეტი ვალდებულება უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე, რომ ახალგაზრდები დავამეგობროთ და სიყვარული და ურთიერთგაგება დავთესოთ მათში“, - აღნიშნა სოფელ ჯოყოლოს იმამმა აიუფ ბორჩაშვილმა.

ახალი ამბები