კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

29 აგვისტო, 2013
ინტერპრესნიუსი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს აფხაზეთის რეგიონს. 

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. წარმომდგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით," – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები