კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატის თანაშემწის თქმით, დეპუტატმა მოქალაქეს სცემა

2 სექტემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწე სოფო კობალაძე ამბობს, რომ ვასაძემ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კობალაძე ამბობს, რომ ის თავად გახდა ინციდენტის თვითმხილველი. 

დეპუტატის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტის კონკრეტული დეტალების გასაჯაროებას კობალაძე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემამდე არ გეგმავს, ხოლო აქამდე მიცემულ ჩვენებაზე აცხადებს, რომ ვასაძის ნაკარნახევი იყო:

 „მედეა ვასაძის ზეგავლენის შედეგად, ჩემ მიერ როგორც გამოძიების ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლისათვის მიცემული იქნა არასწორი ჩვენება, რის გამოც განვიცდი დღემდე სინდისის ქენჯნასა და პიროვნულ პასუხისმგებლობას. დაკითხვამდე, ქალბატონმა მედეამ განმიცხადა, რომ ჩემს დასაკითხად მოვიდოდა პროკურატურის თანამშრომელი. თავადვე მიკარნახა, თუ რა უნდა მეთქვა ჩვენებაში გამომძიებლისათვის. მის მიერ ნაკარნახევი ტექსტი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რის გამოც ავღელდი და გავოცდი. მან კი აგრესიულად განმიცხადა, რომ არ უნდა მენერვიულა, ვინაიდან ჩემი დაკითხვა მოხდებოდა არა პოლიციაში, არამედ ჩემს სამუშაო ოთახში“ - ამბობს კობალაძე. მისივე თქმით, მოქალაქე დიასამიძის ცემის ფაქტზე პროკურორმა რევაზ ჯაშმა ის მართლაც თავის კაბინეტში დაკითხა. 

კობალაძე 7 აგვისტოს მედეა ვასაძის თანაშემწის თანამდებოდიდან გაათავისუფლეს, რასაც თავად კობალაძე ცემის ფაქტს უკავშირებს. „მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მე დიანა დიასამიძის ცემის ფაქტს საჯაროდ ვიტყოდი ყველაფერს, დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება. ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების დოკუმენტში, გათავისუფლებების მიზეზი ახსნილია შემდეგნაირად: „სამსახურეობრივი მოვალეობის რეალური შეუსრულებლობისა და უხეში დარღვევისათვის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის გამო“,-  აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი თანამშრომელი. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე ადასტურებს, რომ სოფო კობალაძე ნამდვილად მოქალაქე დიანა დიასამიძის საქმესთან დაკავშირებით გაუშვა სამსახურიდან. დეპუტატის თქმით, თანაშემწე ამ ფაქტით მის დაშანტაჟებას ცდილობდა, რაც არ აპატია.  მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი, ვასაძე კატეგორიულად უარყოფს:

„არაფერი ჩამიდენი მე მის მიმართ. სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიმიყენებია. პირიქით, ძალიან გაგებით მოვეკიდე მის პრეტენზიებს რაც ჰქონდა, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელი იყო“ - ამბობს ვასაძე. 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე დიანა დიასამიძის განცხადებით, ის დეპუტატმა ვასაძემ მისსავე კაბინეტში ცემა. მაშინ დიასამიძე უმაღლესი საბჭოს შენობიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნეიროქირურგი მერაბ იმნაძე, აღნიშნავდა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარჯვენა მკლავზე.

ინციდენტი 24 ივნისს მოხდა. მოქალაქე დეპუტატ ვასაძისგან იმ ხელშეკრულების ასლის გადაცემას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც მას უმაღლეს საბჭოში საბავშვო ველოსიპედი გადასცეს. დიასამიძის განმარტებით, პრემიერ მინისტრისადმი გაგზავნილი წერილში ის მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო ფინანსურ დახმარებას სთხოვდა. მას დახმარებას დაპირდნენ, თუმცა, მოგვიანებით, დეპუტატმა ვასაძემ დაურეკა _ „თქვენს წერილზე პასუხიაო“ და საჩუქრად ველოსიპედი გადასცა.

კობალაძე საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს საქმის გამოძიებით დაინტერესებას სთხოვს. 

ახალი ამბები