კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სასჯელაღსრულების სამინისტროსადმი მსჯავრდებულთა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით

2 სექტემბერი, 2013
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის“) ფარგლებში ადამიანის  უფლებათა ცენტრი იცავს  ქსნის #15 და რუსთავის #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში  მოთავსებული პატიმრების, რამაზ ასლანიშვილისა და თამაზ ხოლუაშვილის ინტერესებს. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრან  მათ არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და მათ მიმართ დარღვეულია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლება.

მსჯავრდებულ  რამაზ ასლანიშვილს  აქვს  თხუთმეტამდე დაავადება. მას აქვს ერთი თირკმელი, მარცხენა შარდსაწვეთის სტენდირება. სტენდი საჭიროებს გამოცვლას და ოპერაციულ ჩარევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. პატიმარი უჩივის უყურადღებობას და უმოქმედობას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი  უწყებების მხრიდან. 

მსჯავრდებულ რამაზ ხოლუაშვილს  აწუხებს თავის ტვინის დაავადებები, ხერხემლის ტკივილები, უჭირს გადაადგილება და ითხოვს სათანადო მკურნალობას. მსჯავრდებული ასევე ჩივის სასჯელაღსრულებითი სამინისტროს მხრიდან მისი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფაზე.

ზემოაღნიშნულ პატიმრებს სასამართლო სამედიცინო  ექსპერტიზის ჩატარებაზე  სახელმწიფოს ხარჯზე, დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი. მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინათ ექსპერტიზა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა არაერთხელ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს პატიმრებისთვის  სათანადო  მკურნალობის გაეწევის შესახებ,  მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართვებზე არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება. მსჯავრდებულებს დღემდე არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად,  კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად ითვლება  ციხის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამინისტროს მიერ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი  გულგრილი დამოკიდებულება. ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულებები პატიმართა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის კუთხით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დამატებით რეაგირებისათვის უკვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა  და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  სამედიცინო დეპარტამენტს, შეისწავლოს პატიმრების - რამაზ ასლანიშვილისა და თამაზ ხოლუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაუწიოს  მათ სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოს  ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლება, რაც გარანტირებულია როგორც საერთაშორისო აქტებით, ასევე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები