კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,სამართლიანობის აღდგენის იმედს არ ვკარგავ” - თეიმურაზ მექვაბიძე

2 სექტემბერი, 2013
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თეიმურაზ მექვაბიძე, რომელსაც საგადასახადო უწყებაში 13 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს სამსახურიდან 2009 წელს მოულოდნელად გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე  ერთი კვირით ადრე მას თათბირზე გორის საგადასახადო ინპექციის უფროსმა მადლობა გამოუცხადა და პრემიაც გადასცა სანიმუშო მუშაობისთვის. თუმცა რამდენიმე კვირაში იგებს, რომ გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სიაშია, რომელიც ლევან წითელაშვილმა ზემდგომებს წარუდგინა. 

მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ბაინდურაშვილი შემოსავლების სამასახურის უფროსს გიორგი ცხაკაიას  გორის საგადსახადო სამსახურის რეორგანიზაციას ავალებს. ბრძანებას რომელსაც ბაინდურაშვილი აწერს ხელს  წერია, რომ განხორციელდეს რეორგანიზაცია, შტატების შემცირება.

,,რადგანაც კანონი არ არეგულირებს გარდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა, რომლის 96 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად რეორგანიზაციის დროს დაწესებულების ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია, უფლებამოსილი იყო, გაეთვალიწინებინა ატესტაციის შედეგები, აქედან გამომდინარე შემოსვლების სამსახურის უფროს უნდა ჩაეტრაებინა ატესტაცია თანამშრომლებს შორის და ამ წესით გამოევლინა გასათავისუფლებელ, შესამცირებელ თანამშრომელთა ვინაობა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. გორის საგადსახადო ინსპექციის უფროსმა ლევან წითელაშვილმა პირდი ინიციატივით მიწერა წერილი შემოსავლების სამსახურის უფროსს და მოითხოვა ამ წერილში საკუთარი შეხედულებით შერჩეული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება,“ – ამბობს ინტერვიუს დასაწყისში თეიმურაზ მექვაბიძე. 
 
რეორგანიზაციის შემდეგ გორის საგადასხადო ინსპექციის იძულებითი ღონისძიებების განყოფილებაში საშტატო ერთეული 11–დან 13–მდე იზრდება, სწორედ აღნიშნულ სამსახურში მუშაობდა თეიმურაზ მექვაბიძე. რომელმაც მისი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და 2009 წლიდან დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ თეიმურაზ მექვაბიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაუდო ლევან წითელაშვილის მიერ მიწერილი წერილი.

2009 წლის პირველ მარტს თბილისის საქლაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსამართლე თინათინ შავერდაშვილმა არ დააკმაყოფილა მექვაბიძის სარჩელი, სამსახურში აღდგენისა და გაცდენილი დღეების ანაზღაურების შესახებ. მოსამართლე შავერდაშვილის გადაწყვეტილება მექვაბიძემ ამავე წლის 26 აპრილს გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, საქმეს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი იხილავდა.

თეიმურაზ მექვაბიძე:  ,,სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ჭიჭილეიშვილმა, მას შემდეგ რაც პროცესზე მოვითხოვე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლისგან დაესაბუთებინა, კანონის რომელი ნორმა აძლევდა ლევან წითელაშვილს უფლებას გაეგზავნა წერლი შემოსავლების სამსახურის უფროსთან და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოეთხოვა ჩემი გათავისუფლება, ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა პასუხი ვერ გამცა ამის შემდეგ მოსამართლემ პროცესი ერთი კვირით გადადო და დაავალა დაესაბუთებინა კონკრეტულად რის გამო მოხდა ჩემი განთვავისუფლება. ერთი კვირის შემდეგაც პროცესზე ვერ წამოადგინეს არგუმენტირებული პასუხი, მხოლოდ ბრძანებას იმეორებდნენ სადაც გარემოებები მითითებული არ იყო, მაგრამ მოსამართლე ჭიჭილეიშვილმა, რომელმაც საქმის განხილვა სამართლიანად დაიწყო, ერთი კვირის შემდეგ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საპელაციო სასამართლოს განჩინება გავასაჩივრე უზენაეს სასამართლოს კოლეგიაში, თავმჯდომარე ლევან მურუსიძე, ახლანდელი იუსტიციის საბჭოს მდივანი, კოლეგიის წევრები იყვნენ  მოსამართლეები მაია ვაჩაძე და პაატა სილაგაძე, უზენაესმა სასამართლომ, კოლეგიის გადწყვტილებით, საქმე წარმოებაში არ მიიღო, იმ მოტივით, რომ  ვერ ვასაბუთებდი საპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევებს, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის იმედი დავკარგე და დავიწყე სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელის მომზადება, მაგრამ თანხების უქონლობის გამო ყველნაირი სამართლებრივი დავა  იმ პერიოდში შევწყვიტე.’’   

2009–2010 წწ  თეიმურაზ მექვაბიზემ როგორც თავად ამბობს სამართალი ვერ იპოვა.              2012 წლიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლიანობის აღდგენის იმედი კვლავ გაუჩნდა და განცხადებით, თან დართული მტკიცებულებებით ფინსთა მინიტრს და პრემიერს მიმართა იმ იმედით, რომ ახალი ხელისუფლება საქმეს ობიექტურად მიუდგებოდა.

,,ახალი ხელისუფლების საარჩევნო დაპირერებებიდან გამომდინარე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით 2012 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით და თან დართული დოკუმენტებით, რომელიც ჩემს უკანონო გათავისუფლებას ადასტურებდა, მივმართე ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს. რადგან რეაგირება იგვიანებდა  2013 წლის 11 იანვარს პრემიერ მინიტრს ბიძინა ივანიშვილის მივმართე, განცხადებით რომ ჩემი საქმე როგორც მთავრობის მეთაურს აეყვან პირად კონტროლზე. მთავრობის კანცელარიიდან ჩემი განცხადება რეაგირებისთვის ფინანსთა სამინიტროს გადეცა,  23 აპრილს შევხდი ფინანსთა მინისტრის აპარატის უფროსს დავით შაქრაშვილს, საკითხი გავიარეთ, წარვუდგინე დოკუმენტები და დამეთანხმა, რომ უკანონოდ ვიყავი განთავისუფლებული, შაქრაშვილი დამპირდა, რომ ჩემი საკითხის განხილვა მოხდებოდა უშუალოდ ხელმძღვანელ პირებთან და ამის  შემდეგ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა რეაგირება კვლავ არ იყო. იძულებული ვიყავი განმეორებით პრემიერისთვის მიმემართა, განცხადებაში მივუთითებდი, რომ მათ მიერ 16 იანვარს გადაგზავნილი წერილის მიუხედავად ,რეაგირება არ ყოფილა. მთავრობის კანცელარიიდან ხელმეორედ გადაგზავნილი წერილის პასუხად შემოსავლების სამსახური მწერს,  რომ არ არსებობს ჩემი სამსახურში აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილება და მთავაზობენ, რომ როცა  ახალი კონკურსი იქნება მაშინ ვცადო ბედი,რაც ერთგვარად ირონიული მიდგომაა სამწუხაროდ“        
              
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ლევან წითელაშვილი ამჟამად შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტემენტის უფროსია და თეიმურაზ მექვაბიძის განცხადებები უკანონოდ გათავისუფლების შესახებ სწორედ მას გადაეცემა განსახილველად, შეგახსენებთ რომ მექვაბიძე სამსახურიდან სწორედ წითელაშვილის მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე იქნა განთავისუფლებული. 

,,ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ლევან წითელაშვილის წინააღმდეგ   საჩივარი შევიტანე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც ვითხოვდი ძიების დაწყებას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე  ლევან წითელაშვილისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი ცხაკაიას წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ პროკურატურა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მაინც დაიწყებდა ძიებას და ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლოს დაუბრუნდობოდა საქმე  კვლავ განსახილველად. პროკურატურამ მაცნობა, რომ ჩემი საქმე განხილული იყო  სასამართლოში და  მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში, განცხადება კი ახალ გარემოებებს არ შეიცავდა, დანაშაულის ნიშნებიც არ იქნა გამოკვეთილი და  ძიება არ დაიწყო.“

ადამიანის უფლებათა ცენტრს თეიმურაზ მექვაბიძემ წარუდგინა სასამართლო გადაწყვეტილებები და ოფიციალური წერილები სხვადასხვა სამთავრობო თუ ძალოვანი უწყებიდან. მას იმედი აქვს, რომ სამართალს მაინც მიაღწევს და ამისთვის დახმარებას ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, სახალხო დამცველის აპარტს და სამთავრობო უწყებებს სთხოვს.

ახალი ამბები