კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქედის საკრებულოს სხდომა მერვედ ჩაიშალა

10 სექტემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

კვორუმის არ არსებობის გამო, ქედის საკრებულოს სხდომა 8-ჯერ ჩაიშალა. საკრებულოს წევრები სხდომას განზრახ არ ესწერებიან, რადგან განსახილველი საკითხი ახალი გამგებლის დანიშვნას ეხება. 

აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში გამგებელი 23 აგვისტოს შეიცვალა. მაშინ ქედის გამგებელი, ვაჟა ბოლქვაძე შვებულებაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, გამგებელმა ბოლქვაძემ პირადად მიმართა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით ქედის საკრებულოს, თუმცა მისი განცხადების განხილვა კვორუმის არ არსებობის გამო დღემდე არ მოხერხდა. 
 
ქედის საკრებულო 19 წევრისაგან შედგება. კვორუმისათვის საჭირო ოდენობა 10 წევრია. თუმცა, საკრებულოს წევრები შენობაში ყოფნის მიუხედავად, სხდომას არ ესწებიან. ისინი არც კომენტარს აკეთებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ჯემალ შარაძის თქმით, ეს დეპუტატები გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავით დუმბაძის დანიშვნას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ. 
ჯემალ შარაძის თქმით, დუმბაძის დანიშვნა მას მოსთხოვა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა იაშა შერვაშიძემაც. შარაძის განცხადებით, ზეწოლის მიუხედავად, ის არ აპირებს მისი კანდიდატურის განხილვას თუკი მონაწილეობას არ მიიღებს კონკურსში.

„ჩემი პოზიციაა, რომ გამოვაცხადო კონკურსი, ვისაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა და ვინც უკეთესს შედეგს აჩვენებს, ის დაინიშნოს ქედის გამგებლად. ქედის მაჟორიტარმა დეპურტატმა საქართველოს პარლამენტში, იაშა შერვაშიძემ კი პირადად მომთხოვა, რომ დავით დუმბაძე დავნიშნო გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. ყოველგვარი კონკურსის ჩატარების გარეშე. არ იცნობს ამ პიროვნებას მუნიციპალიტეტი, არის უშიშროების თანამშრომელი. მე კანონს არ ვარღვევ, არ ვაპირებ კონკურსის გარეშე ვინმეს დანიშვნას. მოქმედი გამგებლის წასვლის შემდეგ კონკურსს ვაცხადებ, მანამდე მოვალეობის შესრულებას გამგებლის მოადგილეს, ბადრი სურმანიძეს ვაკისრებ“, განაცხადა humanrights.ge-სთან საუბარში ჯემალ შარაძემ. 
 
სხდომებს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისის წარმომადგენლებიც. საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის განცხადებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს, ახალი გამგებლის შესარჩევად კონკურსის ჩატარებას. შესაბამისად, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს კონკურსს. კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად და არა გამგებლად.

რატომ ერევა საქართველოს პარლამენტარი ადგილობრივ თვითმმართველობაში? თანამდებობაზე დანიშვნის საქმეში, რატომ ითხოვს დავით დუმბაძის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად humanrights.ge პარლამენტარ იაშა შერვაშიძეს დაუკავშირდა. თუმცა, ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა. 

ახალი ამბები