კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულების თქმით, საპატიმროში ე.წ. „მაყურებლების ინსტიტუტი“ არ არსებობს

12 სექტემბერი, 2013
 
ადამიანის  უფლებათა  ცენტრში  რუსთავის № 17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის  თავისუფლების  აღკვეთის  დაწესებულებიდან წერილი მოვიდა , რომელსაც ხელს სამეურნეო ნაწილში მყოფი  60  მსაჯავრდებული აწერს. ისინი  ტელევიზიების  მიერ  გავრცელებულ  ინფორმაციას აპროტესტებენ და  მის  გადამოწმებას ითხოვენ. მსჯავრდებულების თქმით, დაწესებულებაში ე.წ. „მაყურებლების ინსტიტუტი“ არ არსებობს. განცხადების  ტექსტს  უცვლელად  გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ №17 დაწესებულებაში სამეურნეო ნაწილში მყოფი მსჯავრდებულების სახელით ტელევიზიების მიერ  გავრცელდა არაერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა  ე.წ. მაყურებლები სამეურნეო ნაწილში მყოფ მსჯავრდებულებს  მისდევდნენ გალესილი დანებით ანუ  ე. წ „შტირებით“. ეს ფაქტი გახლავთ მტკნარი  სიცრუე და ამ ინფორმაციის  გავრცელებით კონკრეტულ ადამიანებს  ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა  შორის დაძაბულობის შექმნას. ჩვენ არავინ გვთხოვს ე.წ.  „ობშიაკის“ შევსებას, სიტუაცია ადმინისტრაციის  მიერ არის კონტროლირებადი. გვინდა დაგარწმუნოთ , რომ ჩვენზე  არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება. ჩვენ სამეურნეო ნაწილში ვირიცხებით საკუთარი განცხადების საფუძველზე და კეთილსინდისეირად ვასრულებთ  ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. გვინდა  იცოდეთ, რომ ჩვენ ვშრომობთ იმის გამო  რომ ე.წ. „ უდოს“ კომისიაზე და შეწყალებაზე გვქონდეს გარკვეული პრივილეგიები, რასაც ჩვენი ქცევით სავსებით კანონიერად ვიმსახურებთ.

სამეურნეო ნაწილში ჩარიცხული მსჯავრდებულები ვთხოვთ ტელევიზიებს გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე და რამდენიმე  პროვოკატორის მტკნარ სიცრუეზე ნუ ააგებენ სკანდალს. ამით  ვზარალდებით  პირველ რიგში, ჩვენ და ინფორმაციის დაზუსტებამდე  ნერვიულობენ ჩვენ გარეთ დარჩენილი ახლობლები და ნათესავები. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მოგვემართა ამ განცხადებით , რათა  ბოლო მოგვეღო ამ  უსაფუძვლო სიცრუისათვის. გთხოვთ გაითვალისიწნოთ  ჩვენი განცხადება და  ერთხელ და  სამუდამოდ წერტილი დაესვას ჩვენით მანიპულირებას,  ნაციონალური მოძრაობის მიერ. ნუ აჰყვებით მათ ბინძურ პროვოკაციებს. ნურც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ნურც ჩვენი დასავლელი მეგობრები.“

ახალი ამბები