კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოებასთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაცია გურჯაანში გაიმართა

12 სექტემბერი, 2013
 

2013 წლის 11 სექტემბერს, გურჯაანში გაიმართა პროექტის „სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის გზით“ პრეზენტაცია.  პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით.  პროექტის მიზანია, კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება და სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან ერთად, რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადება. 
  
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე,  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  
  
სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგნა სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი ლია ხუროშვილი და მისი თანაშემწე ნათია მინაშვილი და ზემოაღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში საკონტაქტო პირის არსებობა გაცილებით ეფექტურს გახდის კახეთში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას და  გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დარღვევებზე რეაგირების კუთხით. 

კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს რეგიონში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის ფაქტი და თანამშრომლობლობის სურვილი გამოთქვეს, როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე უფლებადარღვევის ფაქტებზე ერთობლივი რეაგირების მიმართულებით. 

ახალი ამბები